ვიქტორ ვალდესის ცოლი "მანჩესტერ იუნაიტედისადმი" სიბრაზეს საჯაროდ ავლენს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ვიქტორ ვალდესის ცოლმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი ქმარი UNICEF-ის გალა საღამოზე არ მიიწვიეს.
კვირას "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა ფეხბურთელი დაესწრო საქველმოქმედო წვეულებას, რომელმაც 230 ათასი ფუნტი შეკრიბა, მაგრამ ესპანელი მეკარე სტუმართა შორის არ იყო.
ეს კი არ დამალა მისმა ცოლმა, იოლანდა კარდონამ, რომელმაც ბრაზის გამოსახატად ინსტაგრამი გამოიყენა.
"იუნაიტედის" ესპანურენოვანი ფეხბურთელების, ხუან მატას, მარკოს როხოს, სერხიო რომეროს, დავიდ დე ხეასა და ანდერ ერერას ფოტოს გამოქვეყნებით კარდონამ თავისი სიბრაზე გამოამჟღავნა.
იგი წერს:
"ჩემი ქმრის არ დაპატიჟება უკანასკნელი რამ იყო, რასაც ისეთი დიდი კლუბისგან, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", არ მოველოდი. საქველმოქმედო წვეულება ყოველთვის საქველმოქმედო წვეულებაა".შავი პიჯაკების წვეულება "იუნაიტედის" სოციალური კალენდარის მთავარი მოვლენაა, რომელიც მოთამაშეებს, ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს ერთად კრებს, რათა კარგი საქმისთვის ფული შეგროვდეს.
"იუნაიტედი" და "იუნისეფი" 16 წელია პარტნიორები არიან - სპორტული ორგანიზაციისა და საბავშვო საქველმოქმედო ფონდის პარტნირობის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი.
ვალდესსა და ვან გაალს შორის უთანხმოება მას შემდეგ არსებობს, რაც ჰოლანდიელის თქმით, ვალდესმა 21 წლამდელებთან თამაშზე უარი განაცხადა.
მიმდინარე სეზონში მისთვის სათამაშო ნომერი არ გადაუციათ და არც გუნდთან ერთად უვარჯიშია.