ნოემბერი მნიშვნელოვანი თვე იყო ჩვენს კალენდარში და მან შერეული გემო დაგვიტოვა - ბოლო 30 დღის განმავლობაში არ დავმარცხებულვართ, მაგრამ ბოლო ორი ფრე ჩვენთვის ცუდი იყო, განსაკუთრებით პსვ-ს წინააღმდეგ მატჩში, რადგან ვიცოდით, რომ გამარჯვება შეგვეძლო. შედეგი ისეთი არ იყო, როგორიც გვინდოდა, რაც ნიშნავს, რომ "ვოლფსბურგში" გამარჯვება ერთადერთი შედეგია, რომელიც მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანს. ადვილი არ იქნება, მაგრამ გვჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და გვინდა დავრჩეთ.
გერმანიაში თამაში დეკემბრის ექვსი "ფინალიდან" ერთ-ერთი იქნება. მანჩესტერისა და ქვეყნის ქუჩებში შობის ატმოსფერო იგრძნობა, რაც ფეხბურთისა და მეტი ფეხბურთის სინონიმებია. მომდევნო მატჩი - სხვათაშორის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი - შაბათს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ შედგება. მიმდინარე სეზონში კარგი სტარტი ჰქონდათ და გასვლაზე უფრო მეტი მატჩი მოიგეს, ვიდრე შინ. თუმცა, როგორც ვთქვი, ფრე არ მოგვწონს და გამარჯვებები გვინდა. მათ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ და მათი რამდენიმე მოთამაშე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჩვენი მიზანი სამი ქულის აღებაა და მთელი კვირა ამ მატჩისთვის უნდა ვიშრომოთ.
ცხრილის სათავეში ყველაფერი რთულადაა. იქ მყოფი ფეხბურთელების დამარცხება ადვილი არ არის, რაც "ლესტერში" დავინახეთ. მათ იციან, როგორი თამაში სურთ და როგორ მიიღონ ამისგან მაქსიმუმი. გვჯეროდა, რომ გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ დროის უმეტესობა ვდომინირებდით. ვულოცავ ჯეიმი ვარდის ისეთი კარგი ფეხბურთელის რეკორდის დამხობას, როგორიც რუდ ვან ნისტელროია - ზედიზედ 11 მატჩში გოლის გატანა ბევრ ქებას იმსახურებს. სამწუხაროდ, მისმა გოლმა ორი ქულა დაგვაკარგვინა, თორემ ახლა ჩემპიონატის ლიდერები ვიქნებოდით. წინ ჯერ კიდევ ბევრი გზაა, მაგრამ თუ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება გვინდა, ასეთ მატჩებში უნდა გავიმარჯვოთ.
გეხვევით,
ხუანი.
მატას ბლოგი
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.