თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2015, 17:36
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3029,
კომენტარები: 6
ექვსი ფინალის მოლოდინში
დეკემბერში ექვსი ფინალური მატჩი იქნება.
ექვსი ფინალის მოლოდინში
სალამი ყველას,

ნოემბერი მნიშვნელოვანი თვე იყო ჩვენს კალენდარში და მან შერეული გემო დაგვიტოვა - ბოლო 30 დღის განმავლობაში არ დავმარცხებულვართ, მაგრამ ბოლო ორი ფრე ჩვენთვის ცუდი იყო, განსაკუთრებით პსვ-ს წინააღმდეგ მატჩში, რადგან ვიცოდით, რომ გამარჯვება შეგვეძლო. შედეგი ისეთი არ იყო, როგორიც გვინდოდა, რაც ნიშნავს, რომ "ვოლფსბურგში" გამარჯვება ერთადერთი შედეგია, რომელიც მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანს. ადვილი არ იქნება, მაგრამ გვჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლა შეგვიძლია. ჩემპიონთა ლიგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და გვინდა დავრჩეთ.

გერმანიაში თამაში დეკემბრის ექვსი "ფინალიდან" ერთ-ერთი იქნება. მანჩესტერისა და ქვეყნის ქუჩებში შობის ატმოსფერო იგრძნობა, რაც ფეხბურთისა და მეტი ფეხბურთის სინონიმებია. მომდევნო მატჩი - სხვათაშორის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი - შაბათს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ შედგება. მიმდინარე სეზონში კარგი სტარტი ჰქონდათ და გასვლაზე უფრო მეტი მატჩი მოიგეს, ვიდრე შინ. თუმცა, როგორც ვთქვი, ფრე არ მოგვწონს და გამარჯვებები გვინდა. მათ ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავთ და მათი რამდენიმე მოთამაშე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჩვენი მიზანი სამი ქულის აღებაა და მთელი კვირა ამ მატჩისთვის უნდა ვიშრომოთ.

ცხრილის სათავეში ყველაფერი რთულადაა. იქ მყოფი ფეხბურთელების დამარცხება ადვილი არ არის, რაც "ლესტერში" დავინახეთ. მათ იციან, როგორი თამაში სურთ და როგორ მიიღონ ამისგან მაქსიმუმი. გვჯეროდა, რომ გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ, მიუხედავად იმისა, რომ დროის უმეტესობა ვდომინირებდით. ვულოცავ ჯეიმი ვარდის ისეთი კარგი ფეხბურთელის რეკორდის დამხობას, როგორიც რუდ ვან ნისტელროია - ზედიზედ 11 მატჩში გოლის გატანა ბევრ ქებას იმსახურებს. სამწუხაროდ, მისმა გოლმა ორი ქულა დაგვაკარგვინა, თორემ ახლა ჩემპიონატის ლიდერები ვიქნებოდით. წინ ჯერ კიდევ ბევრი გზაა, მაგრამ თუ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება გვინდა, ასეთ მატჩებში უნდა გავიმარჯვოთ.

გეხვევით,

ხუანი.
მატას ბლოგი
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2015 17:44
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687


დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში ვნახავთ სტატიებს, სადაც დი მარიას მისტირიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ViDa
30 ნოემბერი 2015 17:48
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მაგაშია საქმე რომ გინდათ მოგება და ვერ იგებთ, არ იცით როგორ მოიგოთ, არ იცით რა გააკეთოთ. დაგავიწყდათ გამარჯვება რა არის და დაკარგეთ გამარჯვების ალღო. მოედანზე გამოდიხართ და რას აკეთებთ თქვენ კი არა ვან გალმაც არ იცის. გულდასაწყვეტია ამ დონემდე რო დავარდით, გამოდის, რომ ლესტერმა იცის რა უნდა გააკეთოს, რისთვის იბრძვის და ჩვენ წარმოდგენა არგვაა, როგორ გავაკეთოთ ის, რასაც მუდამ ვგეგმავდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№3
ავტორი: Count Alucard
30 ნოემბერი 2015 20:31
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ბოლო ორი მატჩი საშინელი იყო, ორივეგან თავისუფლად შეგვეძლო მოგება, მაგრამ იმ 65%დან, როდესაც ბურთი გვეჭირა 64% მოედნის ცენტრში ბურთის გორაობა იყო...
0
№4
ავტორი: GeorgeBest
30 ნოემბერი 2015 20:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გერმანიაში მაგრად გაჭირდება. უკვე იმ დონეზეა გუნდი ნებისმიერ თამაშში გოლს ვოცნებობ. მატა ათიანზე მოგვევლინა მარა მაინც არაფერი იყო მოედანზე. ძაან ჩაიკარგა
0
№5
ავტორი: red devil
1 დეკემბერი 2015 07:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მატა საშინელ ფორმაშია ერერა დამტვრეულია ფლანგები არ გვყვავს რუნი ნოლია ცენტრი და მეკარე? რისი იმედი გვაქ
0
№6
ავტორი: AkkRed
1 დეკემბერი 2015 10:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მგონი თვითონ დი მარია არ თამაშობდა ჩვენთან და არანაირი პრობლემა არ ჰქონია შეგუებასთან, უბრალოდ არ სურდა თამაში.


ჩვენი გუნდის ფორმაზე კიდევ უკვე რა ვთქვა და რა დავწერო აღარ ვიცი. ზუსტად ისეთ ფეხბურთს ვთამაშობთ, რომელიც ბავშობიდან მეზიზღებოდა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top