თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2015, 09:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5698,
კომენტარები: 5
"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ქინგ პაუერზე" მოპოვებული ერთი ქულის ტაქტიკური ანალიზი.
შემადგენლობები

"ლესტერი" ჩვეულებრივი სქემით მოქმედებდა და "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ ერთი ცვლილება განახორციელა - ულოას ნაცვლად ვარდის შეტევაში პარტნიორობა ოკაზაკიმ გაუწია.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" სამი ცენტრალური მცველის სასტარტო განლაგებით გაგვაოცა. ყურადღება მიიქციეს საყრდენ ზონაში მორგან შნეიდერლინის არყოფნამ და მარჯვენა ვინგბექად მატეო დარმიანის გამოსვლამ.

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მატჩის მიმდინარეობა

"იუნაიტედი" ბურთს დაეუფლა, რასაც "ლესტერი", რომელიც კონტრშეტევებზე თამაშს ამჯობინებს, არ ეწინააღმდეგებოდა, თანაც თავდაცვის დროს მთელი შემადგენლობით ცენტრალური ხაზის უკან გადადიოდა. გარკვეული დროის განმავლობაში ვერც ერთი გუნდი ქმნიდა მომენტებს წინ: მასპინძლები დე ხეას საჯარიმომდე ვერ ჩადიოდნენ - მაკნეირი, სმოლინგი და ბლინდი კარგად იცავდნენ - სტუმრები კი მხოლოდ რამდენიმე კუთხურით შემოიფარგლნენ. თუმცა "მელიების" მეკარე შმეიხელის კართან მორიგი კუთხურის დროს მასპინძლები ძალიან მალე ამოვიდნენ დაცვიდან და ფუკსმა შესანიშნავი პასით ვარდი მეკარის პირისპირ გაიყვანა. ინგლისელი ფორვარდი დუელიდან გამარჯვებული გამოვიდა და ანგარიში გახსნა.



გოლის გაშვების შემდეგ მანჩესტერელები წარუმატებლად უტევდნენ პოზიციურად, "ლესტერი" კი უპირატესობის გაზრდას სწრაფი ვარდისა და მარეზის დახმარებით ცდილობდა. ტაიმის მიწურულს ბლინდის კიდევ ერთმა კუთხურმა გოლი გამოიწვია, მაგრამ ამჯერად შმეიხელის კარში: შვაინშტაიგერმა ოკაზაკი დაჯაბნა და თავით აუღებელი დაარტყა.



მეორე ტაიმი ისევე წარიმართა: "მანჩესტერ იუნაიტედმა" საუკეთესო მომენტი იანგის მიერ შესრულებული სტანდარტული მდგომარეობის შემდეგ შექმნა - შვაინშტაიგერმა თავით დაარტყა, შმეიხელმა გუნდი იხსნა; "ლესტერსაც" ჰქონდა რამდენიმე სახიფათო მომენტი, მაგრამ ხან ფეხბურთელებს არ ჰყოფნიდან ოსტატობა, ხან დე ხეა შველოდა. საბოლოო ყაიმი კანონზომიერია: "ლესტერს" ძალიან აწყობდა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერთან ფრე, "იუნაიტედს" კი არც სურვილი გამოუვლენია, არც გუნდური კლასი იმისათვის, რომ სამი ქულა აეღო.

დაცვა

ახალი სქემის პირობებში სმოლინგი კვლავ თითქმის უშეცდომოდ თამაშობდა - თუ "მანჩესტერ იუნაიტედის" რომელიმე მოედნის ფეხბურთელს შეგვიძლია სტაბილურობისა და კლასის მაგალითი ვუწოდოთ, ის სწორედ კრისია.

ბლინდმაც კარგი მატჩი ჩაატარა. გარდა თავდაჯერებული დაცვითი მოქმედებებისა უნდა აღვნიშნოთ მის მიერ შესრულებული კუთხურებიც: უკვე მეორე მატჩია, რაც მოწინააღმდეგისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. "ქინგ პაუერზე" ჰოლანდიელის შვიდი ჩაწოდებიდან სამი მივიდა ადრესატამდე.

მაკნეირმა თავის პარტნიორებზე შესამჩნევად სუსტად ითამაშა. ყურადღება მიაქციეთ ჩრდილოირლანდიელის მოქმედებებს სმოლინგის ფონზე.

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)

ლურჯი ისარი - წარმატებული გადაცემა
წითელი ისარი - წარუმატებელი გადაცემა
მწვანე წრე - წარმატებული ამოტანა
მწვანე სამკუთხედი - მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები
ნარინჯისფერი იქსი - ბურთის წართმევის წარუმატებელი მცდელობა
ნარინჯისფერი ვარსკვლავი - წარუმატებელი მოტყუება


მაკნეირის ერთ წარუმატებელ საჰაერო ორთაბრძოლას დე ხეას კართან ტაიმის მიწურულს სახიფათო მომენტი მოჰყვა, მაგრამ ოლბრაიტონის არაზუსტმა პასმა სიტუაცია გაანეიტრალა.

მაკნეირი შეცდა შეტევაში ჩართვის დროსაც, რომელთაგან ერთ-ერთს "ლესტერის" რიცხობრივი უპირატესობით სახიფათო შეტევა მოჰყვა:

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მაკნეირი ალბათ, არ იფიქრებს, რომ მიღებული შანსი გამოიყენა და ამტკიცებს, რატომ არის ასე შორს სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად მოხვედრისგან.

იანგი და დარმიანი ვინგბექის როლში ძალზედ არაეფექტურები იყვნენ და თუ ნაკლებად ძლიერ იტალიელზე ცოტა ვინმე ამყარებდა იმედებს, იანგის ცუდმა თამაშმა უსიამოვნოდ გამაკვირვა: საჯარიმოში ჩაწოდებული 10 პასიდან მხოლოდ ერთმა მიაღწია მიზანს და იმანაც სტანდარტული მდგომარეობიდან; არც ერთი საფირმო მოტყუება თავის ფლანგზე, არც ერთი დარტყმა კარში. არც დაცვაში იყო იანგი დამაჯერებელი - 2 წართმევა, 2 ამოტანა და მხოლოდ ერთი მოგებული ორთაბრძოლა.

სხვათაშორის, დარმიანიც ვერ დაიკვეხნის ამით. ცალკე გამოსაყოფია ფეხბურთელების ცუდი თამაში ვარდის გოლის დროს - დიახ, ისინი არ არიან პროფილური ცენტრალური მცველები, მაგრამ ორს ერთი ფორვარდის გაჩერება, ალბათ, უნდა შესძლებოდათ.

მოედნის ცენტრი

"მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლესტერი" ფლანგიდან მომქედებას ცდილობდნენ (მთელი შეტევების 76% და 83% შესაბამისად), ამიტომ დაცვითი მოქმედებებით კერიკი და შვაინშტაიგერი დრინქუოტერთან და კანტესთან ერთად არ გამოირჩეოდნენ. თუმცა ასეთი ფაქტი საკმაოდ ცუდად ჩანს იმის ფონზე, რომ სტუმრების შემადგენლობაში კიდევ ერთი ნახევარმცველი იყო: ხუან მატამ მორიგი სუსტი მატჩი ჩაატარა, ამჯერად "ათიანის" პოზიციაზე და უფრო მეტად გვაფიქრებს ამ სეზონში სასტარტო შემადგენლობაში მის ადგილზე.

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


შვაინშტაიგერი მოედანზე აქტიურად გადაადგილდებოდა, პრესინგს ახდენდა, ხშირად ერთვებოდა შეტევაში და ორჯერ დაარტყა სახიფათოდ, რომელთაგან ერთ-ერთი გოლად გარდაისახა. თავისი თანაგუნდელების ფონზე გერმანელმა კარგი მატჩი ჩაატარა.

თავდასხმა

ყველაფერი, რაც მატაზე ითქვა, რუნისაც ეხება, გარდა იმისა, რომ კაპიტნის სტატუსი რუნის ძირითად შემადგენლობაში დიდხანს ყოფნის საშუალებას მისცემს. თუმცა თავად მისი დეპაიზე შეცვლის ფაქტი მეტყველებს, რომ რუნი მას შეუცვლელ ფიგურად აღარ მიიჩნევს.

თუკი პსვ-ს წინააღმდეგ მარსიალი თუნდაც რამდენიმე სასარგებლო მოქმედებით გამოირჩა, "ლესტერთან" მატჩი ადვილად შეიძლება ფრანგს "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ მატჩებს შორის ყველაზე უარესად ჩავუთვალოთ - მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოახერხა გვერდით ხაზთან შესვლა და შვაინშტაიგერისთვის დასარტყმელ პოზიციაზე პასის გაკეთება. თავისი საფირმო მანერით თამაშის გარეშე მარსიალი ისევე არაეფექტური იყო, როგორც რუნი.

თუმცა შეტევითი მოქმედებების სტატისტიკა მას შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშის გვერდით აყენებს:

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


რეზიუმე

რანიერის შეგირდები მისაღებ შედეგს აღწევენ, ვარდი ნისტელროის რეკორდს ამხობს, "ლესტერის" მცველები განსაკუთრებული პრობლემის გარეშე გაუმკლავდნენ "იუნაიტედის" შეტევას - მასპინძელთა შესანიშნავი მატჩი.

"იუნაიტედის" ესოდენ არადამაჯერებელი თამაშის მიზეზის დასახელება რთულია - შესაძლოა, საქმე სქემაშია, რომლითაც სტუმრებს დიდი ხანია არ უთამაშიათ, შესაძლოა, გუნდი დაიღალა, რადგან პსვ-სთან მატჩის შემდეგ მხოლოდ ორი სრული დღე ჰქონდათ დასვენებისთვის, ან შეიძლება საქმე სხვა რამეშია. პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში კატასტროფა არ მომხდარა, მაგრამ "ვოლფსბურგთან" მატჩში, რომელიც არანაკლებ კარგი მოწინააღმდეგეა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" სრულიად სხვა ხარისხის ფეხბურთი უნდა აჩვენოს, რათა გაზაფხულს ჩემპიონთა ლიგის გარეშე არ დარჩეს. "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ მატჩი 5 დეკემბერს შედგება და გერმანიაში გასვლაზე თამაშის პერსპექტივებთან დაკავშირებულ ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს.
სტატიები
5 კომენტარი
№1
ავტორი: Manchester_M
30 ნოემბერი 2015 10:55
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მატამ რა დონეზეც არ უნდა ჩააგდოს მატჩი მის გარეშე გაცილებით ცუდი გუნდი ვართ და ბევრ თამაშში გამოჩნდა ეს
0
№2
ავტორი: AkkRed
30 ნოემბერი 2015 11:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
უფრო და უფრო ცუდ შედეგებს ვდებთ პროგრესირების მაგივრად.
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
30 ნოემბერი 2015 14:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
საშინელი თამაში, და უფრო საშინელი დარმიიანი
0
№4
ავტორი: RojoDiablo
30 ნოემბერი 2015 14:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Manchester_M,
უნდა გითხრა, სიცუდე და უარესობა ფეხბურთში ერთსა და იმავე შედეგამდე მიგიყვანს. მატას გარეშე ვითამაშებთ ცუდ ფეხბურთს თუ მასთან ერთად, სულერთია.

უკვე დავიღალე სილამაზეზე საუბრით, ახლა შედეგიც მომენატრა და დამაკმაყოფილებდა კიდეც. მაგრამ არც ერთი გვაქვს, არც მეორე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
30 ნოემბერი 2015 15:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდის კუთხურები ქმნის საფრთხეს, სტანდარტებს ამუშავებენ მაგრამ პირველად ვნახე მგონი ცენტრალური მცველი რომ კუთხურს აწვდის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top