ბასტიან, ამ მატჩში ანგარიშის გათანაბრება მოგიხდათ. ფრეს ღირსეულ შედეგად მიიჩნევთ?
იმედგაცრუებულები ვართ, რომ აქ ვერ გავიმარჯვეთ. სამი ქულის მოპოვება გვინდოდა, მაგრამ მატჩი ვერ მოვიგეთ. ადრეც ვიცოდით, რომ ასეთ სიტუაციში ვარდი ეცდებოდა გატანას და გაიტანა კიდეც. ასე რომ, არ გვიხარია.
ჯეიმი ვარდის გოლი კონტშეტევაზე - ამის შეჩერებას გეგმავდით?
სწორედ ამის. მგონი, კუთხური გვქონდა და ცუდად ვიცავდით თავს. ვიცოდით, რომ ის ასეთ გარბენებს ახორციელებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი გოლი გავუშვით.
ანგარიში თქვენ გაათანაბრეთ. "მანჩესტერ იუნაიტედში" თქვენი პირველი გოლია - სასიამოვნოა, რომ სწორედ მაშინ გაიტანეთ, როცა გუნდს სჭირდებოდა?
იღბლიან დროს - შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ. რამდენიმე შანსი გვქონდა, მაგრამ "ლესტერის" წინააღმდეგ თამაში, რა თქმა უნდა, ადვილი არ არის. ვფიქრობ, მთელი სეზონია კარგად თამაშობენ. არ ვიცი, ახლა მესამეზე ვართ თუ მეოთხეზე. იმედგაცრუებულები ვართ.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ აკონტროლებდით მატჩს, ფლობდით ბურთს, უფრო მეტი მომენტის შექმნა გინდოდათ?
დიახ, ასეთი რაოდენობის თავისუფალი სივრცეების ფონზე უფრო მეტი მომენტის შექმნა გვინდა. ერთმნიშვნელოვნად არ გაგვიმართლა.
ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.