ლუი ვან გაალმა ახსნა, თუ რატომ მიმართა "ლესტერთან" მატჩში ტაქტიკურ ცვლილებას.
"წითლები" გუშინდელ მატჩში სამი ცენტრალური მცველითა და ორი ვინგბექით თამაშობდნენ, როლები შესაბამისად კრის სმოლინგმა, პედი მაკნეირმა და დეილი ბლინდმა მოირგეს, ფლანგზე კი ეშლი იანგი და მატეო დარმიანი თამაშობდნენ.
ფილ ჯონსისა და მარკოს როხოს ტრავმებმა ვან გაალი აიძულა მოეფიქრებინა სისტემა, რომელიც ჯეიმი ვარდისა და შინჯი ოკაძაკის განეიტრალებას მოახერხებდა. თუმცა ინგლისელმა თავისი სარეკორდო გოლი მაინც გაიტანა. "დაცვაში ბევრი ტრავმირებული მყავდა, ამიტომ იძულებული ვიყავი ეს გამეკეთებინა. მაგრამ "ლესტერის" სათამაშო სტილის გამოც მოვიქეცი ასე.
ვარდისა და ოკაძაკისთვის არხები უნდა დამებლოკა და მიზეზიც ეს იყო, თუმცა ნახევარდაცვაში ერთი მოთამაშით მეტი გვყავდა და ბევრი სივრცე შეგვექმნა, რის გამოც მატჩში ვდომინირებდით. მაგრამ უფრო მეტი შანსი უნდა შევქმნათ და ეს ვერ მოვახერხეთ. უფრო მეტი შანსი გვქონდა, ვიდრე "ლესტერს", მაგრამ არც ისე ბევრი.
პირველ ტაიმში იმდენად ვერ ვდომინირებდით, როგორც მეორეში. ამიტომ, მეორე ტაიმში ჩვენს გოლს ველოდებოდი, მაგრამ არ გავიდა. მათაც ჰქონდათ კარგი შანსი. ბურთი დავთმეთ, რადგან პედი მაკნეირს ეგონა, რომ იმ მომენტში თავდამსხმელი იყო და შემდეგ არხები გაეხსნათ, სადაც გაიქცნენ", - ვან გაალი.