დღეს პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩში ერთმანეთს გათამაშების ლიდერები - "ლესტერი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 1-1 დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, ჯეიმი ვარდიმ დე ხეას კარი აიღო და პრემიერ ლიგის რეკორდსმენიც გახდა. ინგლისელმა ზედიზედ 11 მატჩში მოახერხა გოლის გატანა. აქამდე ეს რეკორდი "იუნაიტედის" ყოფილ ფეხბურთელს, რუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა. ტაიმის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება ბასტიან შვაინშტაიგერმა მოახერხა.
14 ტურის შემდეგ, ვან გაალის გუნდი 28 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩში "წითელი ეშმაკები" "ვესტ ჰემს" საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ.
სურათები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.