23 წლის ლუკასი "იუნაიტედის" სამიზნე ჯერ კიდევ მაშინ გახდა, როცა ბრაზილიელი მხოლოდ 19 წლის იყო, მაგრამ სერ ალექსის ნაცვლად ის პსჟ-მ შეიძინა, რომელმაც 31.6 მლნ. ფუნტი გადაიხადა.
ფრანგული გაზეთი L’Equipe იტყობინება, რომ ბრაზილიელი იმდენად ახლოს იყო "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლასთან, რომ სამედიცინო შემოწმებაც კი გაიარა, სანამ პსჟ შეიძენდა.
მოურათი პრემიერ ლიგის სხვა კლუბებიც ინტერესდებიან და პსჟ-ში მის მდგომარეობას აკვირდებიან.
მოურა ახლა დაახლოებით იგივე როლს ასრულებს ფრანგულ კლუბში, რასაც ოლე გუნარ სოლსკიაერი ასრულებდა "იუნაიტედში", ამან კი შეიძლება მუდმივად სათადარიგოთა სკამზე მყოფ ფეხბურთელს კლუბის დატოვებისკენ უბიძგოს.