გარი ნევილი ფიქრობს, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლესტერის" სისწრაფეს წინ აღუდგება, მაგრამ აღიარებს, რომ ფრე ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგი იქნება.
ლუი ვან გაალის შეგირდების ოპტიმიზმის მთავარი მიზეზი დაცვაა, რომელიც საუკეთესოა პრემიერ ლიგაში.
"ლესტერი" პრემიერ ლიგის ბოლო 6 მატჩში არ დამარცხებულა, ხოლო "იუნაიტედი" ბოლო ხუთ მატჩში და ამის ფონზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, ნევილი კი ფიქრობს, რომ დღეს გუნდები ქულებს გაიყოფენ.
"ვფიქრობ, შაბათს "იუნაიტედი" თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს, როგორიც უნდა იყოს შედეგი. "ლესტერი" ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. "იუნაიტედს" ახსოვს, რა მოხდა წინა წელს, როცა დამშვიდდნენ. ნეიტრალური გულშემატკივრისთვის ის მატჩი ნამდვილი სანახაობა გამოდგა.
მაგრამ "იუნაიტედი" არის გუნდი, რომელმაც იცის რა დაუპირისპიროს მოწინააღმდეგეს, რომელსაც სწრაფად თამაში უყვარს. ვფიქრობ, ფრე იქნება. ჩემი აზრით, ამ შედეგის მოწინააღმდეგე არც ერთი გუნდი იქნება. ნათელია, რომ "იუნაიტედს" ყველა მატჩის მოგება სურს, ასეთია კლუბის ბუნება, მაგრამ შაბათს ძალიან რთული შეხვედრა გამოდგება. თამაში, რომელშიც სხვა გუნდებს გაუჭირდებოდათ.
ვარდი სმოლინგის წინააღმდეგ - აი ამ საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დაპირისპირება. გავბედავ ვიწინასწარმეტყველო, რომ ვარდი ბლინდთან უფრო ახლოს ყოფნას ამჯობინებს, მაგრამ ბლინდი ჭკვიანია და კარგად კითხულობს თამაშს.
ვარდის რაც შეეხება, მას ჩემპიონატის საუკეთესო დაცვის ხაზი დაუპირისპირდება და თუ მაინც მოახერხებს რეკორდის დამხობას, აბსოლუტურად დაიმსახურებს. ნებისმიერ შემთხვევაში, შესანიშნავი სერია ჰქონდა.
სეზონს "იუნაიტედი", "არსენალი" და "სიტი" პირველ სამეულში დაასრულებენ, "ლივერუპული", "ჩელსი" და "ტოტენჰემი" კი მეოთხესთვის იბრძოლებენ. და ამას რომ მიხვდე, დიდი ჭკუა არ არის საჭირო.
"ჩელსი" ამ რბოლას უნდა შეუერთდეს და ვიცით, რომ ეს შეუძლიათ".