რაიან გიგზი აცხადებს, რომ ის კიდევ ემზადება ფიზიკურად და გონებრივად, ყოველი მატჩისთვის, მაგრამ იმასაც ხვდება, რომ ის უკვე 39 წლისაა და ყოველ კვირას ვერ ითამაშებს...
სერ ალექს ფერგიუსონმა, ვეტერანი რაიან გიგზი რამოდენიმე საშობაო მატჩში გამოიყვანა მინდორზე სათამაშოდ. ის ძალიან კარგად გამოიყურებოდა ამ სამი მატჩის განმავლობაში. გიგზს ესმის, რომ ის ყოველ მატჩს ვერ ითამაშებს, მაგრამ ყოველი მატჩისთვის ემზდება, რომ ფორმიდან არ ამოვარდეს.
"რთულია, როდესაც მოემზადები, ოთხშაბათს მატჩში, სათამაშოდ და ვერ ითამაშებ, მაგრამ შენ აუცილებლად უნდა მოემზადო შაბათის მატჩისთვის." – განაცხადა რაინმა ManUtd.com–თან.
"მაგრამ, ეს მხოლოდ იმ, შემთხვევაში მოხდება, თუ შენ უვლი საკუთარ თავს და დადიხარ ფიტნეს ვარჯიშებზე – ეს დაგარწმუნებს, რომ შენ ჯერ კიდევ შეგიძლია თამაში არა შუა კვირაში, არამედ შაბათს გასამართი მატჩისთვის."
"ჩვენს გუნდში, ერთ პოზიციაზე შეიძლება რამოდნეიმე ფეხბურთელი თამაშობდეს, რადგან კლუბში ძალიან ბევრი ნიჭიერი და კარგი მოთამაშეა, ასე რომ, მე ყოველთვის არ მიწევს ძალიან დატვირთული ვარჯიშების ჩატარება. ასევეა სქოულზიც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ბევრ თამაშში ვერ მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს თუ მოხდება, ჩვენ აუცილებლად, მომზადებულები უნდა დავხვდეთ."