თბილისი:
მანჩესტერი:
28-11-2015, 13:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5469,
კომენტარები: 8
"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი". მატჩის მთავარი დაპირისპირებები
რას უნდა ველოდეთ და ვუფრთხოდეთ დღევანდელ მატჩში.
დღეს ღამით "ლესტერ სიტი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება და პრემიერ ლიგის ყველაზე თვალსაჩინო ფეხბურთელ ჯეიმი ვარდის კრის სმოლინგთან დაპირისპირება მოუხდება.

ვარდი მატჩს პრემიერ ლიგაში ზედიზედ 10 შეხვედრაში გატანილი გოლით ხვდება, რითაც რუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა. თუ შაბათს გოლს გაიტანს, რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდება.

ვარდის ამჟამინდელი ფორმა მიღებულ ქება-დიდებას იმსახურებს. მან ოთხი გოლით მეტი გაიტანა, ვიდრე პრემიერ ლიგის ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა, რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, მას მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეიანგი (15 გოლი) და "ბაიერნის" ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი (14 გოლი) უსწრებენ.

ვარდის თამაშის მთავარი ფაქტორი სისწრაფეა. მიმდინარე სეზონში ის ოფიციალურად გამოცხადდა პრემიერ ლიგის უსწრაფეს ფეხბურთელად, რაც ნებისმიერ მცველთან დაპირისპირებაში უქმნის უპირატესობას.

ვარდი ტურნირის ყველაზე სწრაფი 17 ფეხბურთელისგან შემდგარ სიას ლიდერობს, სადაც მისი ხუთი თანაგუნდელიც შედის.

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი". მატჩის მთავარი დაპირისპირებები


ასე რომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მიმდინარე სეზონში "ლესტერის" სწრაფი კონტრშეტევები ასეთი ეფექტურია. მათ მოწინააღმდეგის კარში სხვებზე მეტჯერ დაარტყეს და ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს კონტრშეტევებით. ბევრ მათგანში ვარდიმ მიიღო მონაწილეობა (კარში დარტყმული რვა გოლიდან ორი გოლი).

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი". მატჩის მთავარი დაპირისპირებები

პრემიერ ლიგის კლუბების მიერ კონტრშეტევაზე გატანილი გოლები


გუნდს ბევრი კონტრშეტევის წარმოება მოწინააღმდეგის საჯარიმო მოედანში პოზიციის მოგებით გამოსდის. და ეს ხდება უფრო ხშირად, ვიდრე სხვა გუნდების შემთხვევაში. ვარდის სისწრაფე და უშრეტი ენერგია აქაც უდიდეს როლს თამაშობს. ვარდის ცამეტი გოლიდან მხოლოდ ხუთი გავიდა ერთი მწვავე პასის გარეშე, რაც ბევრ სწრაფ შეტევას მოულოდნელობის ეფექტს სძენს.

სუპერსწრაფ ვარდისთან გამკალვებას ინგლისის ნაკრებში მისი თანაგუნდელი კრის სმოლინგი შეეცდება, რომლესაც ბევრი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფუძეს უწოდებს.

"მეიდსტონის" ყოფილი ფეხბურთელი თავდამსხმელების ყველაზე სერიოზული მოწინააღმდეგეა. პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს შორის მან ყველაზე მეტი წართმევა განახორციელა. ის ასევე არის თითქმის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად თამაშობს დაცვის ხაზში.

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი". მატჩის მთავარი დაპირისპირებები


"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი". მატჩის მთავარი დაპირისპირებები

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა


ინდივიდუალურად სმოლინგი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მცველია. მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა განახორციელა უფრო მეტი წართმევა, ჯარიმა, ამოტანა, წარმატებული დაპირისპირება და ბლოკირება, ვიდრე მან. თუმცა მოთამაშის დონის განსაზღვრა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით არ შეიძლება, რადგან რაოდენობა ყოველთვის არ ნიშნავს ხარისხს. მაღალი კლასის მცველმა თავისი მოქმედებებით დაცვაში "მშრალი" მატჩებიც უნდა განაპირობოს.

როგორც ვარდის წინააღმდეგ მოქმედ ნებისმიერ სხვა მცველს, არც სმოლინგს აქვს სისწრაფე, რომელიც ინგლისელ მცველს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნიდა. სწორედ ინგლისელის მოქმედების ზონაში შეეცდება ვარდი ნაკლოვანების პოვნას. თუმცა "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში იმით არის ცნობილი, რომ მეტოქეს საჯარიმოდან მაქსიმალურად შორს იჭერს. ეს კი სმოლინგში ოპტიმიზმს ჩანერგავს.

"ნიუკასლის" წინააღმდეგ ვარდის სითბური რუკა აჩვენებს, რომ "ლესტერი" მას მოედნის ბოლო მესამედის ნებისმიერ მონაკვეთზე იყენებს.

"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი". მატჩის მთავარი დაპირისპირებები


თავისი ცამეტივე გოლი საჯარიმო მოედნის გარედან გაიტანა, სადაც მას ამჯერად სმოლინგისა და კომპანიის სახით სერიოზულ მეტოქესთან დაპირისპირება მოუხდება.

"იუნაიტედის" მცველი გაცილებით რთული მეტოქეა, ვიდრე ისინი, რომელსაც "ლესტერი" ბოლო დროს უპირისპირდებოდა. გასული 10 მოწინააღმდეგიდან მხოლოდ 1 იმყოფება ტოპ-შვიდეულში.

ფორვარდი ეცდება ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდეს. მის მხარდაჭერას კი საშინაო ტრიბუნები ეცდებიან. მაგრამ ძლიერ ოპონენტებთან დაპირისპირება, რომელსაც პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ლიდერობს, ვარდისთვის ურთულესი გამოცდა იქნება.
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
28 ნოემბერი 2015 13:28
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
და ეს რო ვიყიდოთ ამ ზამთრის ტრანსფერზე არა? :):):) ერთ 35 მილიონად არ გამოგვატანენ?
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
28 ნოემბერი 2015 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ვარდი-სმოლინგის დაპირისპირება ნამდვილად საინტერესო იქნება. სტატიაში აღნიშნულია, რომ ვარდის ერთ-ერთი პლიუსი სისწრაფეა, თუმცა არც სმოლინგს დაეწუნება ამ მხრივ რამე. ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის და მჯერა, რომ ამ დაპირისპირებაში სმოლინგი გაიმარჯვებს. უბრალოდ ერთი პრობლემა რაც შეიძლება იყოს არის ის, რომ თუ ბლინდი დადგა მარცხენა ფლანგზე, მაშინ სმოლინგს უთამაშებელი მაკნეირი უნდა შეუწყვილდეს, რაც ჩემი აზრით სარისკო იქნება.
0
№3
ავტორი: GeoManU
28 ნოემბერი 2015 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
მანჩესტერს ზუსტად ასეთი თავდამსხმელი სჭირდება, თან ინგლისელია
0
№4
ავტორი: ilker
28 ნოემბერი 2015 15:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
არც ეგეთი მაგარია ვარდი. ეს რო იყოს 24-25 მივესალმებოდი იუნაიტედში ხილვას. ვარდის მთავარი პლიუსი სისწრაფეა რასაც რამდენიმე წელში დაკარგავს
0
№5
ავტორი: RojoDiablo
28 ნოემბერი 2015 15:54
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რა ვარდი, რის ვარდი. მთლად 30 გოლი რომ გაიტანოს წელს მაინც ვერ იქნება ფორვარდი, რომელიც დიდი მატჩებისა და მიზნებისთვისაა დაბადებული. საერთოდ, ასაკში შესული მოთამაშეების განვითარების არ მჯერა, მათი დრო უკვე წასულია და გამონათებები აქვთ მხოლოდ. ერთი ლამბერტმა მოიტანა ხეირი და მეორე ეს იზამს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: UTD-Rule
28 ნოემბერი 2015 16:03
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
სმოლინგის იმედზე ვართ და ვიქნებით კიდევ დიდი ხანი winked

დღეს ყველაფერი შეტევაზე იქნება დამოკიდებულია..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Giggsy
28 ნოემბერი 2015 16:42
  • სიახლეები: 3
  • კომენტარები: 127
კრისია ძალიან ცოდო მაკნეირის და ბლინდის გვერდით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The city is yours,
The city is yours
20,000 empty seats,
Are you f*cking sure????
№8
ავტორი: GeorgeBest
28 ნოემბერი 2015 19:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სმოლინგის იმედად ვარ ეს სეზონი, კიდევ კარგი ერთადერთი ნათელი წერტილი გამოჩნდა გუნდში და ვიღაცის იმედი მაქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top