"ლესტერთან" მატჩის წინ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ტრავმის გამო კიდევ ორი ფეხბურთელი დაკარგა - მცველი მარკოს როხო და ვინგერი ჯესი ლინგარდი.
პსვ-სთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში ჯესი ლინგარდმა ბარძაყის ტრავმა მიიღო, მარკოს როხოს ტრავმის ხასიათი და სერიოზულობა კი უცნობია.
გუშინ როხოს ცოლმა ინსტაგრამზე გაავრცელა ფოტო, რომელზეც ასახულია მისი ქმარი და შვილი როგორ ამზადებენ საჭმელს სამზარეულოში. მატჩის წინა საღამო კი "იუნაიტედის" ფეხბურთელებმა და პერსონალმა ტრადიციულად სასტუმროში გაატარეს.
ამგავარად, შაბათს "ქინგ პაუერზე" ლუი ვან გაალს როხოსა და ლინგარდის გარდა ფილ ჯონსის, ლუკ შოუს, ანდერ ერერას, ანტონი ვალენსიასა და მაიკლ კერიკის თამაში არ შეეძლება.
გამორიცხული არ არის, რომ სეზონის მიმდინარეობისას პირველად მიიღოს სასტარტო შემადგენლობაში დაყენების უფლება პედი მაკნეირმა, მარცხენა მცველად კი დეილი ბლინდი დადგეს.