"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელი ლუი ვან გაალი შეწუხებულია მისი გუნდის თამაშის ფონზე გულშემატკივართა უკმაყოფილების ზრდის გამო.
პსვ-ს წინააღმდეგ მიმდინარე კვირაში ნათამაშები ფრე კიდევ ერთი მიზეზი გახდა "წითელი ეშმაკების" თავდასხმის ხაზში პრობლემების გახსენებისა. "ოლდ ტრაფორდზე" გასმენილი საფინალო სასტვენის შემდეგ გულშემატკივარი უკმაყოფილო შეძახილებს მიმართავდა.
"იუნაიტედმა" თავისი ბოლო შვიდი მატჩიდან 4 ფრედ 0:0 დაასრულა და ვან გაალი აღიარებს, რომ ეს გულშემატკივარს შეიძლება არ მოსწონდეს.
"რა თქმა უნდა, გულშემატკივრების გამო ვღელავ, რადგან ისინი ბედნიერები უნდა იყვნენ. მათ გამო ვთამაშობთ, ამიტომ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება.
მაგრამ ასევე უნდა დაინახოთ, როგორ თამაშობენ ჩვენ წინააღმდეგ გუნდები. თუ შეხედავთ, როგორ თამაშობენ, დაინახავთ, რამდენად მძიმეა ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაშის ორგანიზება.
დასრულებით მომენტში არ გვიმართლებს. მომენტებს ვქმნით. რომ ვერ ვქმნიდეთ, ვიღელვებდით. მაგრამ მოწინააღმდეგეს ცოტა რამის ნებას ვაძლევთ. სწორედ ამის გამო ვარ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილზე", - აცხადებს ვან გაალი.