ლიდერთა მატჩის პრევიუ.
"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
სტადიონი: "ქინგ პაუერი", ლესტერი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-14 ტური
თარიღი: შაბათი, 28 ნოემბერი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: კრეიგ პოუსონი
მატჩის დასაწყისი: 21:30, (ჩვენი დროით)
"ლესტერი"
ტრავმირებულები: ჯეიმსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Schmeichel, Schwarzer, Benalouane, De Laet, Fuchs, Huth, Morgan, Simpson, Wasilewski, Albrighton, Drinkwater, Dyer, Hammond, Inler, Kante, King, Mahrez, Schlupp, Dodoo, Kramaric, Okazaki, Ulloa, Vardy.
პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირ ჯეიმი ვარდის მცირე პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ 28 წლის ინგლისელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" ითამაშებს. ლაზარეთში მხოლოდ მეთი ჯეიმსი იმყოფება, რომელიც მუხლის სერიოზულ ტრავმას იშუშებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
ტრავმირებულები: შოუ, კერიკი, ჯონსი, ერერა, ვალენსია
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: De Gea, Romero, Johnstone, Valdes, Darmian, Jones, McNair, Rojo, Smalling, Varela, Blind, Carrick, Fellaini, Herrera, Lingard, Mata, Pereira, Schneiderlin, Schweinsteiger, Young, Depay, Martial, Rooney, Wilson.
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ფილ ჯონსი და ანდერ ერერა მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ტრავმა აქვს მაიკლ კერიკსაც, რომელიც სანაკრებო შეხვედრაში დაშავდა. დიდი ხანია ლაზარეთში იმყოფებიან ლუკ შოუ და ანტონი ვალენსია.
"ლესტერი"
1-ლი ადგილი, 28 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-ფ-მ-მ-მ-მ
"ლესტერს" ამჟამად პრემიერ ლიგის ზედიზედ 14 შეხვედრაში აქვს გატანილი გოლი და ერთადერთი გუნდია, რომელმაც მიმდინარე სეზონის ცამეტივე მატჩში მოახერხა გოლის გატანა.
მიმდინარე სეზონში "ლესტერის" მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში 48 გოლი გავიდა - მეტი, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდის მონაწილეობისას.
"მელიებმა" მიმდინარე სეზონში მატჩის მიმდინარეობისას ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ 10 ქულა აიღეს- ყველა მეტი ლიგაში.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-2 ადგილი, 27 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-მ-ფ-ფ-მ-მ
ინგლისის 20-გზის ჩემპიონები პრემიერ ლიგის ბოლო 9 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ - 6 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
ვან გაალის გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ ბოლო 7 მატჩში 4-ჯერ ითამაშა ფრე.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ლესტერი"
წამყვანი ბომბარდირი: ვარდი - 13 გოლი (13 ლიგაში)
"ლესტერის" ფორვარდი პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. თუ "იუნაიტედის" კარის აღებას მომდევნო შეხვედრაში შეძლებს, ზედიზედ მე-11 შეხვედრაში გაიტანს გოლს და რუდ ვან ნისტელორის რეკორდს დაამხობს,
"ლესტერის" შემადგენლობაში ვარდიმ მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა, რითაც ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით დამყარებული რეკორდი გაიმეორა, რომელიც ტონი კოტის ეკუთვნის - 13 გოლი 1999/2000 წლების სეზონში.
თუ მოედანზე რიჩი დე ლაეტი, დანი სიმპსონი და დანი დრინქუოტერი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები: რუნი - 7 გოლი (2 ლიგაში) უეინ რუნის ერთი გოლის გატანა სჭირდება, რათა კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავოს. ამჟამად მეორე ადგილს დენის ლოუსთან ერთად იყოფს 237 გოლით. წინ ბობი ჩარლტონია 249 გოლით.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 119-ჯერ შეხვდნენ. "ლესტერმა" 33-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 60-ჯერ, ხოლო 26 მატჩი ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლესტერის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრიდან 10 მოიგო, თუმცა გასულ წელს "ქინკ პაუერზე" "მელიები" 5-3 დამარცხდნენ.
"ლესტერი" ერთადერთი გუნდი გახდა, რომელმაც გასულ სეზონში "იუნაიტედი" ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ დაამარცხა.
ამ გუნდებს შორის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 4 შეხვედრაში 18 გოლი გავიდა.
როცა სატურნირო ცხრილს "ლესტერი" ლიდერობდა, ბოლოს "იუნაიტედს" 2000 წელს "ფილბერტ სტრიტზე" შეხვდა. მაშინ "იუნაიტედმა" 3-0 გაიმარჯვა და ჩემპიონის ტიტულისკენ გაიკვალა გზა, "მელიები" კი საბოლოოდ მე-13 ადგილზე გავიდნენ.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები
გოლების საერთო რაოდენობა
საგოლე პოზიციები
გოლის გატანის დრო
ბარათები
პენალტები
სახლში და გასვლაზე
ლიგა: "ლესტერი" - 31 მოგება,
"იუნაიტედი" - 55 მოგება, ფრე - 26.
პრემიერ-ლიგა "ლესტერი" - 1 მოგება,
"იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 4.
"ლესტერის" სტადიონი"
ლიგა: "ლესტერი" - 25 მოგება.
"იუნაიტედი" - 18 მოგება, ფრე - 13.
პრემიერ-ლიგა: "ლესტერი" - 1 მოგება.
"იუნაიტედი" - 6 მოგება, ფრე - 3
გასული წლის ანალოგიური შეხვედრა
"ლესტერი" 5-3
"მანჩესტერ იუნაიტედი"21 სექტემბერი, 2014 წელი
სწრებადობა: 31,784
მსაჯი: მარკ ჰალსი
გოლები "ლესტერის" რიგებში: ულოა 17' 83' (პ), ნიუჯენტი 62'(პ), კამბიასო 64', ვარდი 79'
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: ვან პერსი 13', დი მარია 16', ერერა 57'
მსაჯთა ბრიგადა
მთავარმა მსაჯმა, კრეიგ პოუსენმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩი განსაჯა, 48 ყვითელი და 1 წითელი ბარათი აჩვენა.
გვერდითი მსაჯები: სკოტ ლეჯერი, დეივ ბრაიანი.
სათადარიგო არბიტრი: რობერტ მედლი