თბილისი:
მანჩესტერი:
27-11-2015, 15:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1722,
კომენტარები: 6
უილსონის იჯარა გრძელვადიანი პერსპექტივაა
ჯეიმს უილსონის განათხოვრებას გრძელვადიანი დანიშნულება აქვს.
უილსონის იჯარა გრძელვადიანი პერსპექტივაა
ლუი ვან გაალი აღნიშნავს, რომ ჯეიმს უილსონის განათხოვრებისას ხანგრძლივვადიანი პერსპექტივით მსჯელობდა და სწორედ ამის გამო გაუშვა 19 წლის უილსონი იჯარის წესით "ბრაიტონში".

უილსონმა მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის რიგებში, როცა პრემიერ ლიგასა და ლიგის თასზე ითამაშა. ბოლოს კი ახალგაზრდა ინგლისელი სეზონის ბოლომდე "ბრაიტონში" გაანათხოვრეს.

ვან გაალს პრესკონფერენციაზე სთხოვეს აეხსნა, თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდა უილსონის განათხოვრებისას, მან კი უპასუხა:

"დღემდე ამას ხელს არ ვუწყობდი. პრემიერ ლიგაში რამდენიმე წუთი ითამაშა, რამდენიმეც ლიგის თასზე და ყოველთვის ვერ ხვდებოდა გუნდის 18-კაციან განაცხადში. მისი ასაკის მოთამაშეებს თამაში სჭირდებათ და წარმომიდგენია ახლა რას ამბობენ გულშემატკივრები: "გოლის გატანის პრობლემა აქვთ და აბსურდულად იქცევიან", მაგრამ ეს გრძელვადიანი გათვლაა.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რა არის უკეთესი უილსონის მსგავსი ფეხბურთელებისთვის და მას ახლა მაღალ დონეზე თამაშის საშუალება არ ეძლევა. მისი გვჯერა, ასე რომ, სადმე უნდა განვითარდეს. თუ დაგვჭირდება, დავაბრუნებთ",
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
27 ნოემბერი 2015 15:36
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ერთი შეხედვით, მართლა უაზრობაა ამის გაშვება, მაგრამ მეორე შეხედვითაც ასე იქნებოდა მხოლოდ მაშინ, თამაშის საშუალება რომ ჰქონდეს. გუნდს გოლის გატან რომც სჭირდებოდეს, შეტევას ფლანგის მოთამაშეების ხარჯზე აძლიერებს და არა უილოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 ნოემბერი 2015 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია კარგი იჯარა გამოვა და საბოლოოდ ათამაშდება რა. მესმის, რომ სათამაშო დრო ნაკლებად ეძელოდა, მაგრამ ვილსონის ნიჭის პატრონი აქამდეც უნდა გახსნილიყო ისე, როგორც მას ეკადრებოდა. არაუშავს, დაკარგული არაფერი არაა და მჯერა, რომ ვილსონი კარგი ფეხბურთელი დადგება.
0
№3
ავტორი: GeorgeBest
27 ნოემბერი 2015 16:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლინგარდივით 25 წლისას ათამაშებენ, მანამდე იჯარებით უნდა მოკლან. კარგი შანსი ჰქოდა წელს ეთამაშა მარა ახალი ფორვარდები იშოვა, ვინც ფორვარდი გვყავდა ფლანგზე ან დაცვაში უყენია და good2
0
№4
ავტორი: lefty
27 ნოემბერი 2015 16:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
საერთოდ გაყიდონ ფელაინი ხო გვყავს 9ნომერზე? areyoukiddingme
0
№5
ავტორი: RedTeen
27 ნოემბერი 2015 21:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
არააააააააა derpwhy
0
№6
ავტორი: UTD-Rule
27 ნოემბერი 2015 23:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვნახოთ, ვნახოთ ამ ეტაპზე ამის იმედზე მაინვ ვერ იქნებოდა გუნდი. .

ალბათ ზამთარში აპირებს ერთი ფორვარდის მოყვანას ლუი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top