ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ანდერ ერერა და ფილ ჯონსი "ლესტერთან" მატჩში ვერ ითამაშებენ.
ერერამ და ჯონსმა ტრავმა "უოტფორდთან" მატჩში მიიღეს და ორივე მათგანმა გამოტოვა ჩემპიონთა ლიგის მატჩი პსვ-ს წინააღმდეგ.
პარასკევს გამართული პრესკონფერენციის მსვლელობისას ვან გაალს ჰკითხეს რომელიმე მოთამაშე ხომ არ დაზიანებულა, მან კი უპასუხა: "ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ ინტენსიური მატჩი იყო. მეტს ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ".
ერერასა და ჯონსის მდგომარეობაზე საუბრისას ვან გაალმა თქვა: "ვერც ამაზე გეტყვით რამეს, რადგან ასეთი სახის ტრავმებს წინასწარ ვერ განსჯი. არა მგონია, უბრალო ტრავმები იყოს, მაგრამ ჩემი აზრით, ორ კვირაში ორიდან ერთ-ერთი დაბრუნება. თუმცა დანამდვილებით არ ვიცი, ვერასდროს იწინასწარმეტყველებ, რადგან ტრავმა წინასწარ განუსჯელია".
უეინ რუნი, ენტონი მარსიალი და მარუან ფელაინი ტრავმების შემდეგ დაბრუნდნენ, თუმცა ვან გაალს ანტონიო ვალენსიასა და ლუკ შოუს თამაში დიდხანს არ შეეძლება. მაიკლ კერიკის მდგომარეობის შესახებ კი ცნობები არ გაუვრცელებია ჰოლანდიელ მწვრთნელს.