"ლესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაპირისპირების მოლოდინშია, მანამდე კი მნიშვნელოვან ფაქტს იხსენებს.
"არსენსალისა" და "მანჩესტერ სიტის" წაგებების შემდეგ "მელიები" პრემიერ ლიგის ცხრილში პირველ ადგილზე მოექცნენ, ლიდერის რანგში ჩატარებულ პირველ მატჩში კი "იუნაიტედს" დაუპირისპირდებიან, რომელიც მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება იტალიელი სპეციალისტის გუნდს.
რანიერიმ მატჩის წინ მნიშვნელოვანი ფაქტი გაიხდენა 1999 წლიდან, როცა იგი "ვალენსიას", ხოლო ვან გაალი "ბარსელონას" წვრთნიდა.
"კარგად მახსოვს. 18 თებერვალს "ბარსელონას" გასვლაზე მოვუგეთ 3:2 ესპანეთის თასის მეოთხედფინალში. 24 რიცხვში "მესტალიაზე" საპასუხო შეხვედრაში გავიმარჯვეთ 4:3, 27-ში კი ლა ლიგაში "ნოუ კამპზე" 4:2 ვძლიეთ. ანუ ვან გაალი 10 დღეში სამჯერ დავამარცხე", - განაცახადა რანიერიმ.