"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი ჯეიმს უილსონი 2015/16 წლების სეზონის დარჩენილ ნაწილს "ბრაიტონ ენდ ჰოუვ ალბიონში" გაატარებს.
19 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა პირველი გუნდის შემადგენლობაში - "მიდლსბროს" წინააღმდეგ სათასო მატჩი და "არსენალთან" განცდილი მარცხი.
ტრავმებმა და ენტონი მარსიალის შესანიშნავმა თამაშმა მისი შანსები შეამცირა.
"ბრაიტონი" მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელია და ჩემპიონშიპში მეორე ადგილს იკავებს, პირველ ადგილზე მყოფ "ჰალ სიტის" მხოლოდ ბურთების ცუდი სხვაობის გამო ჩამორჩება.
უილსონი გამოცდილებას კრის ჰიუტონის გუნდში დააგროვებს, 2016/17 წლების სეზონში კი "იუნაიტედში" დაბრუნდება.