თბილისი:
მანჩესტერი:
26-11-2015, 22:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 6030,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)
ჩემპიონთა ლიგის მატჩის ტაქტიკური ანალიზი.
შემადგენლობები

"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისთვის სტანდარტული სქემით, მაგრამ არასტანდარტული შემადგენლობით ითამაშა: შოუსა და ვალენსიას გარდა, რომელთა მოედანზე დაბრუნება 2016 წლისთვის იგეგმება, ლაზარეთი კერიკმა, ჯონსმა და ერერამ შეავსეს. ესპანელის ტრავმამ ვან გაალი აიძულა რუნი გადაეყვანა "ათიანის" პოზიციაზე, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიცია მარსიალმა დაიკავა, ფლანგებზე კი მემფისმა და ლინგარდა ითამაშეს. დაცვის მარჯვენა ფლანგზე კვლავ დარმიანი გამოჩნდა.

ჰოლანდიური გუნდის მნიშვნელოვანი დანაკარგებიდან იეტრო ვილემსის გამოყოფა ღირს - მარცხენა მცველის, რომელმაც 2014/15 წლების სეზონში 16 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელმა მუხლი ჯერ კიდევ ზაფხულში დაიზიანა, მისი დაბრუნება კი დეკემბრისთვის იგეგმება. პსვ-ს შემადგენლობა ოპტიმალურთან მიახლოებული იყო, მოედანზე გამოვიდა ყველა, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)

მარჯვენა ინსაიდის პოზიციაზე პსვ-ს შემადგნელობაში თავიდან ნარსინგი თამაშობდა, მაგრამ მე-14 წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს.


მატჩის მიმდინარეობა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" თავისთვის ჩვეულ მანერაში დაიწყო - ბურთის კონტროლი, გადაცემათა დიდი რაოდენობა, არავითარი რისკი. სხვათაშორის, შნეიდერლინი, რომლის საშუალებითაც აწარმოებდნენ შეტევებს "ეშმაკები", ხანდახან მემფისს, როხოსა და ლინგარდს გრძელ გადაცემებს აწვდიდა. პსვ თავს მოწინააღმდეგის ცენტრალურ ხაზში შეხვედრით იცავდა და წარუმატებლად ეძებდა თავის შანსს კონტრშეტევებზე. "იუნაიტედმა" რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მეტწილად მარსიალის ინდივიდუალური მოქმედებების ხარჯზე, მაგრამ სტუმართა დაცვა, რომელსაც მორენო მეთაურობდა, გაუმკლავდა.

მეორე ტაიმში ჰოლანდიურმა გუნდმა აქტიურობას უმატა, თამაში თავისი კარიდან გადაიტანა და დე ხეა რამდენიმეჯერ შეაწუხა, მაგრამ ესპანელი გაუმკლავდა. მანჩესტერელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა აწარმოეს, მაგრამ დასრულებით ფაზაში სიზუსტე და იღბალი ღალატობდათ. უნდა ითქვას, რომ ვან გაალის ცვლილებებმა არ გაამართლა: ფელაინიმ, რომელმაც შვაინშტაიგერი შეცვალა, რამდენიმე საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, მაგრამ ამას ხიფათი არ მოჰყოლია, მატა, რომელმაც დარმიანი შეცვალა, ხუთ წუთში თითქმის არ შეხებია ბურთს და მხოლოდ იანგმა, რომელმაც მემფისი შეცვალა, ლინგარდს პოტენციური საგოლე გადაცემა მიაწოდა, რომელიც ჰგავდა პასს, რომელიც თავად ჯესიმ გააკეთა ცსკა-სთან მატჩში. მატჩის მიწურულს "მანჩესტერ იუნაიტედმა" თამაში გაადვილა: რუნი საყრდენ ზონაში გადავიდა, ფელაინი შეტევაში მარსიალთან ჩავიდა, მაგრამ ლინგარდის, მატასა და იანგისგან ჩაწოდებულ პასებს თითქმის ვერ იღებდა.

ცალკე აღვნიშნოთ მასპინძელთა კუთხურები. ჩაწოდების წინ "იუნაიტედის" ფეხბურთელები ვერტიკალურად ლაგდებოდნენ, შემდეგ კი ყველა მიმართულებით იფანტებოდნენ - კუთხურის უჩვეულო გათამაშება, რომელსაც მხოლოდ ერთხელ მოჰყვა სახიფათო მომენტი, როცა შნეიდერლინმა თავით დაარტყა. აი როგორ გამოიყურებოდა:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


დაცვა

სმოლინგმა კარგი მატჩი ჩაატარა, დაცვაში საიმედოდ ითამაშა და შეტევაში პერიოდულად ერთვებოდა. ბლინდი ოდნავ ცუდად თამაშობდა იმ მხრივ, რომ შეტევაში ჩართვისას რამდენიმეჯერ პოზიციურად შეცდა, მაგრამ მატჩი ჰოლანდიელს აქტივში ეწერება.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


ფლანგის მცველებთან მიმართებაში ყველაფერი ნაკლებად ოპტიმისტურია: თუკი როხო თავს ართმევდა მისდამი წამოყენებულ მოთხოვნილებებს "ოღონდ უარესი არ გააკეთოს" რიგებიდან, დარმიანი "მანჩესტერ იუნაიტედის" სუსტი რგოლი აღმოჩნდა. იტალიელი პოზიციის შერჩევას თავს ართმევდა, მაგრამ შეტევის მხარდაჭერაში და ლოკადიასა და პსვ-ს სხვა ფეხბურთელებთან დუელში სუსტი იყო, ლინგარდს მისი დაზღვევა უხდებოდა:





სამწუხაროდ, ვალენსიაზე უკეთესი ვარიანტი, რომლის დაბრუნებას მხოლოდ თებერვალში უნდა ველოდეთ, "იუნაიტედს" მარჯვენა ფლანგზე არ აქვს.

არ შეიძლება დაცვაში გუნდური ჩავარდნის არ აღნიშვნა. მაგალითად, როხოსა და ბლინდის მოჭრა ორი პასით შეიძლებოდა, რაც დაბალი პასის გაკეთებით სრულდებოდა საჯარიმოში, სადაც პსვ-ს ერთი გახსნილი ფეხბურთელი იმყოფებოდა, მაგრამ სმოლინგი შველოდა:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


ხანდახან გუნდს დაცვით ფაზაში სისწრაფე აკლდა - შეხედეთ, რამდენად ნელა ბრუნდებიან მასპინძელთა ფეხბურთელები კოტრშეტევის დროს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბლინდი, რომლის გამო სმოლინგი და დარმიანი მარჯვნივ იწევდნენ, ლინგარდს კი, რომელიც შესანიშნავ გარბენს ახორციელებდა, მარჯვენა მცველის პოზიციაზე უხდებოდა თამაში.



მოედნის ცენტრი

შვაინშტიაგერი თითქმის არ გამოირჩეოდა, მხოლოდ ხანდახან აზღვევდა შნეიდერლინს საყრდენ ზონაში.

თავად ფრაგნმა არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა: მოედნის ნახევრის გავლით დიდებული დიაგონალები და თამაშის პოზიციურად შესანიშნავი კითხვა შერწყმული იყო ახლომდებარე ფეხბურთელისთვის მიწოდებულ უზუსტო პასებსა და მოწინააღმდეგესთან თამაშში ჩავარდნასთან. მორგანი 6-ჯერ მოატყუეს - ორივე გუნდს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია და ამ მოტყუებებს ხანდახან სახიფათო მომენტი მოსდევდა.



ამ კონტრშეტევის მთავარი ელემენტი სწორედ შნეიდერლინის მოტყუება გახდა ცენტრალურ მოედანზე. აღსანიშნავია დარმიანის საკმაოდ ზანტი წინააღმდეგობა დარტყმამდე.



ანალოგიური სიტუაცია, თუმცა ამჯერად ორთაბრძოლის შემდეგ შნეიდერლინი თითქმის ეთიშება ეპიზოდს, არც კი ცდილობს ჰენდრიქსის დაკეტვას, რომელსაც ლინგარდი დაეწია.

მეორე მხრივ, ქუსლით გაკეთებული გადაცემის შესანიშნავად წაკითხვა და მისი ჩაჭრა:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


და დესერტი:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


თავდასხმა:

ლინგარდმა ვერ გამოიყენა შანსები, რომლებიც მას იანგმა და მარსიალმა შეუქმნეს, ვერ შეუქმნა გატანის შესაძლებლობა თანაგუნდელებს, მაგრამ კარგად გაისარჯა დაცვაში. ამას ვერ ვიტყვით დეპაიზე, რომელიც მხოლოდ ორი დარტყმით გამოირჩა და ორივე ზუტას ჩააბარა.

ამ მატჩში თამაშით არც რუნი უნდა იყოს კმაყოფილი - პსვ-ს კართან არავითარი საფრთხე შეუქმნია, მატჩის მიწურულს შეცდა, რასაც ხუთი სამზე კონტრშეტევა მოჰყვა, მაგრამ ლოკადიამ დარტყმისას იჩქარა:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


მარსიალი მოწინააღმდეგის მცველებს ვერ გაუმკლავდა, ორჯერ მეკარეც ვერ დაამარცხა, მაგრამ სიტუაციის მომენტალური შეფასებითა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებით გამოირჩა, რისი აპოთეოზიც ლინგარდზე ბურთის გატარება გახდა:

"მანჩესტერ იუნაიტედი" - პსვ (ტაქტიკური განხილვა)


დეპაი ბრუმასა და არიასს იტყუებს, მორენო კი მზად არის ფრანგის წინააღმდეგ ითამაშოს, მაგრამ ლინგარდს, რომელიც უფრო კარგ პოზიციაზე გავიდა, არავინ ავიწროებს. მარსიალის შესანიშნავმა თამაშმა ჯესის საშუალება მისცა ორი შეხებითაც კი დაერტყა, მაგრამ ინგლისელმა ბურთი კარგად ვერ დაამუშავა.

რეზიუმე

ფრე სტუმართა სასრგებლოდ, რომელთაც გარანტირებული აქვთ 1/8 ფინალში გასვლა, თუ ცსკა-ს დაამარცხებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" კვლავ შექმნა ლუი ვან გაალის კრიტიკის მიზეზი მოსაწყენი თამაშის გამო, რომელსაც ყოველთვის არ მოაქვს შედეგი. მწვრთნელთან მართლაც ბევრი კითხვა დაგროვდა: ღირს კი მატჩის მიმდინარეობისას ასე ხშირად ფეხბურთელებისთვის პოზიციის შეცვლა? რამდენად სასარგებლოა ფელაინის ტაქტიკის გამოყენება გეგმა ბ-დ? რა არის დეპაის მომავალი და რა სურს მისგან ვან გაალს?

თუმცა, კატასტროფა არ მომხდარა, "იუნაიტედს" კვლავ აქვს პირველი ადგილის დაკავების შანსი.

ავტორი: კირილ ბიკოვი
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
26 ნოემბერი 2015 23:29
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყველას დაგვიწითლდა თვალები გუშინდელი მატჩის შემყურეებს, მაგრამ ამდენი კრიტიკისა და დარდის წერას აზრი არ აქვს. ჯობს პოზიტიური განწყობა შევინარჩუნოთ და ვიფიქროთ, რომ ჯერ არაფერი დაკარგული, რადგან ჯერ მართლა ასეა. ძალიან გვჭირდება გასვლა და ყველაფერი ჩვენს ხელშია.

ისე, თუ ცუდად არ ვითამაშეთ, ნორმალურ განხილვას არ უნდა ელოდე კაცი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: GeorgeBest
26 ნოემბერი 2015 23:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფელაინიზე აწყობილი თამაშიც ვეღარ შველის უკვე, არაფრისმომცემი ხდება მაგის შემოყვანა. უკან რო აყენებს ეგ ვაბშე საოცრებაა, ახსნას ვერ უპოვი კაცი

თავიდან შნეიდერლინმა კარგად დაიწყო, ასევე რუნიმაც, რამდენიმე კარგი კომბინაცია იყო და ლინგარდს შეეძლო კარგი გოლის გატანა
0
№3
ავტორი: Mufc7
27 ნოემბერი 2015 00:37
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
შანსი გვაქვს და არ უნდა გავუშვათ ხელიდან რა, ვერ ვცნობ მე ჩემს გუნდს, მგონია, სულ სხვა ფეხბურთელებს ვუყურებ მოედანზე. როგორ და რას ელაპარაკება ხოლმე გასამხნევებლად ფეხბურთელებს ვან გაალი, მოტივაცის როგორ უმაღლებს, როგორ ცდილობს მებრძოლი სული ისევ გააღვიძოს მათში? არც მინდა წარმოვიდგინო, ეს შანსი რომ გავუშვათ ხელიდან, რა მოხდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№4
ავტორი: dachi_mu
27 ნოემბერი 2015 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
ბაზარი არაა..შეადარე ეხლა ეს და ვოტფოტდთან მატჩის განხილვა ერთმანეთს :D
0
№5
ავტორი: sandrex18
27 ნოემბერი 2015 01:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Sircxvilia mu Ro aset donezea dges dgeisobit :( adrindeli stili unda gaixsenon shetevas shetevaze Ro aketebdnen . Da rac sheexeba vagaals imena meore benitesia Vera da ver miagno Im stils da taqtikas
0
№6
ავტორი: RojoDiablo
27 ნოემბერი 2015 02:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
dachi_mu,
მთლად გადასარევი ეგ მატჩიც არ იყო ისე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: sandrex18
27 ნოემბერი 2015 03:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Gadasarevi matchi maxsov 2008-2009 sezonshi imis mere agaraperi yopila gansakutrebuli Tu ar chavtvlit 2011 chi Ra gundit gave it pinalshi . Es kamanda fergis Ro yoloda iqit aqet axtunavebda grandebs :D
0
№8
ავტორი: Manchester_M
27 ნოემბერი 2015 07:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ერერა არ ვიცი თუ იყო ფორმაში და რამე არ ჭირდა მაგრამ თუ იყო ფორმაში და თამაში შეეძლო ეგ და მატა უნდა დაეყენებინა ძირითადში და მატა უეჩველი უნდა დაეყენებინა მაგ კაცის გარეშე გუნდი გუნდს არ გავს შეტევას ნორმალურად ვერ ვაკეტებთ და ამ აგდებული პასებით სანდერლენდს ვერ მოუგებ. ბიზონი ხარ ვან გაალ !
0
№9
ავტორი: ვახო ( G G M U)
27 ნოემბერი 2015 10:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დარმიანმა აშკარად ჩააგდო თამაში და რომ არა ლინგარდი ვინ იცის იქნებ წაგვეგო კიდეც ეს მატჩი. ასეა თუ ისეა ყველამ ცუდათ ითამაშა და იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ ჯგუფიდან ვერ გავალთ. მთავარია ყველაფერი ჩვენს ხელშია და არავისზე დამოკიდებულები არა ვართ...
0
№10
ავტორი: dachi_mu
27 ნოემბერი 2015 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
ხო :D ლუის გაგდებას პირველი შენ მოგილოცავ ხოდა :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top