26-11-2015, 21:24
ნანახია: 1562,
კომენტარები: 7
რუნი და დე ხეა წლის ნაკრების ნომინანტები გახდნენ
"იუნაიტედის" წყვილი წლის საუკეთესო გუნდის წევრებად შეიძლება დასახელდნენ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები დავიდ დე ხეა და უეინ რუნი FIFA 2015 წლის საუკეთესო ნაკრების შემადგენელ ფეხბურთელთა 55-კაციან სიაში მოხვდნენ.
მსოფლიოს ირგვლივ 70-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 25 ათასმა ფეხბურთელმა დაასახელა ნომინანტები, საბოლოო ნაკრები კი 2016 წლის 11 იანვარს ციურიხში შედგება.
"იუნაიტედის" ამჟამინდელი ფეხბურთელების გარდა ყოფილი მოთამაშეები, ხერარდ პიკე, პოლ პოგბა, კრიშტიანუ რონალდუ და კარლოს ტევესიც დასახელდნენ.
FIFA-ს 2015 წლის ნაკრების ნომინანტები:
მეკარეები: ბუფონი ("იუვენტუსი"), კასილიასი ("პორტუ"), დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ნავასი ("რეალ მადრიდი"), ნოიერი ("ბაიერნი")
მცველები: ალაბა, ბოატენგი, ლამი ("ბაიერნი"), ალბა, ალვეში, მასკერანო, პიკე ("ბარსელონა"), კარვახალი, მარსელო, პეპე, რამოსი, ვარანი ("რეალ მადრიდი"), კიელინი ("იუვენტუსი"), ლუიზი, ტიაგო სილვა (პსჟ), გოდინი ("ატლეტიკო მადრიდი"), ჰუმელს ("ბორუსია დორტმუნდი"), ივანოვიჩი, ტერი ("ჩელსი"), კომპანი ("მანჩესტერ სიტი"),
ნახევარმცველები: ტიაგო, ალონსო, ვიდალი ("ბაიერნი"), ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი "(ბარსელონა"), აზარი ("ჩელსი"), კროოსი, მოდრიჩი, როდრიგესი ("რეალ მადრიდი"), პირლო ("ნიუ იორკ სიტი"), პოგბა ("იუვენტუსი"), სილვა, ტურე ("მანჩესტერ სიტი"), ვერატი (პსჟ)
თავდამსხმელები: აგუერო ("მანჩესტერ სიტი"), ბეილი, ბენზემა, რონალდუ ("რეალ მადრიდი), კოსტა, ლევანდოვსკი, მიულერი, რობენი ("ბაიერნი)", იბრაჰიმოვიჩი (პსჟ), მესი, ნეიმარი, სუარესი ("ბარსელონა"), რუნი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), სანჩესი ("არსენალი"), ტევესი ("ბოკა ხუნიორსი")