"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ანონიმურმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ ნახევარმოთამაშეა.
"იუნაიტედმა" პსვ-სთან უგოლო ფრე ითამაშა, რაც ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური ჯერ არ გაუნაღდებია, წინ კი მხოლოდ "ვოლფსბურგთან" მატჩია დარჩენილი.
მედიამ უკვე აღნიშნა, რომ ვან გაალის მკაცრ მეთოდებს ფეხბურთელებზე ცუდი გავლენა აქვს, მაგრამ The Daily Telegraph-ის საფეხბურთო კორესპონდენტი ჯეისონ ბერტი BBC Radio 5live-ს უფრო მეტ ცნობებს აწვდის: "ჩემს სიტყვებს უნდა დავუკვირდე, მაგრამ "იუნაიტედის" ერთ-ერთ ფეხბურთელს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ნახევარმოთამაშეა მათი თამაშის სტილის გამო.
ის ვერ გრძნობს, რომ სამართლიანად ექცევიან. ის ვერ გრძნობს, რომ გულშემატკივარს სამართლიანად ექცევიან.
საკუთარ თავს ვერ გამოხატავს და აქ თამაში ძალიან უჭირს".