"იუნაიტედის" ლეგენდარული თავდამსხმელი რუდ ვან ნისტელროი, რომელიც ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს, დარწმუნებულია, რომ მემფის დეპაის შეუძლია გაუმკლავდეს ცუდ პერიოდს და გაიბრწყინოს "წითელი ეშმაკების" რიგებში.
"მემფისს აქვს საჭირო თვისებები და შესაძლებლობები იმისათვის, რომ გაუმკლავდეს და შეინარჩუნოს განსაკუთრებული სტატუსი ''მანჩესტერ იუნაიტედში". იმისთვის, რომ გახდეს კლუბის ვარსკვლავი, უნდა ითამაშოს მართლაც ბრწყინვალედ და უნდა შეეძლოს მატჩის შედეგის გადაწყვეტა, მემფისი ამისთვის მზად არ არის."
"მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის გამოანათებს არაერთხელ. ის ითამაშებს უკეთესად და იქნება საუკეთესო. მთავარი არის, რომ მას აქვს მისწრაფება წარმატებისკენ.
"როცა იყო ნაკრებში, მე შევძელი მასთან მჭიროდ თანამშრომლობა. ჩვენ ვუყურებდით ბევრ ჩანაწერებს მისი თამაშებიდან და აღვნიშნავდით ისეთ მომენტებს, სადაც შეეძლო უკეთ ეთამაშა. როგორც მწვრთნელი, მე ხაზს ვუსვამ მის დადებით მხარეებს, რომ ის გახდეს უფრო ძლიერი და მე ვფიქრობ, რომ მას ეს შეუძლია."