"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ რუნის დაბრუნება გარდაუვალი არ არის.
რუნიმ "უოტფორდთან" მატჩი ავადმყოფობის გამო გამოტოვა. მისი არყოფნის დროს კი თავდასხმის ხაზში მემფის დეპაი და ჯესი ლინგარდი გამწესდნენ.
წყვილმა მატჩი კარგად ჩაატარა და ჰოლანდიელმა გოლიც კი გაიტანა. შემადგენლობას უბრუნდება ენტონი მარსიალიც, რაც რუნის დაბრუნებას სასტარტო შემადგენლობაში გარდაუვალს არ ხდის.
"გარანტირებული აქვს თუ არა რუნის სასტარტო შემადგენლობაში ავტომატური დაბრუნება? არა, ასე არ არის. ყველაფერს ყოველთვის მწვრთნელი წყვეტს.
ყოველთვის ვადარებ ფიზიკურ მდგომარეობას და ვითვალისწინებ მათ ფორმას. მათ ვარჯიშების მიხედვით ვაფასებ.
ფელაინიმ, რუნიმ და მარსიალმა უნდა დაამტკიცონ, რომ შემადგენლობაში მოხვედრისთვის მზად არიან, შემდეგ კი მოთამაშეს იმის მიხედვით შევაფასებ, თუ რომელი ერგება ყველაზე კარგად ჩვენს სათამაშო გეგმას", - განაცხადა ვან გაალმა.