"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ "პსვ ეინდჰოვენთან" მის განკარგულებაში სამივე შემტევი ფეხბურთელი იქნება.
"წითლების" თავდამსხმელები უეინ რუნი და ენტონი მარსიალი, ასევე მარუან ფელაინი გუნდში დაბრუნებას მოახერხებენ, თუმცა, ფილ ჯონსი და ანდერ ერერა "ვიკერეჯ როუდზე" გამართული მატჩის შემდეგ ლაზარეთში მყოფთა რიცხვს შეემატნენ.
"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ისინი დაბრუნდებიან. მათ ამ კვირაში ბევრი არ უვარჯიშიათ და არც ამ კვირის წინ, რუნი გამოჯანმრთელდა, მარსიალს კი თამაში შეუძლია. ფელაინისაც შეუძლია თამაში, ასე რომ, ეს დიდებული ამბავია, ჩემი აზრით.
ჯონსი და ერერა ვერ ითამაშებენ. ჯერ ძალიან ადრეა, რადგან გამოჯანმრთელებისთვის დრო სჭირდებათ. ანუ ხუთი ტრავმირებული ფეხბურთელი მყავს".
ლუკ შოუ, მაიკლ კერიკი და ანტონიო ვალენსია კვლავ უქმობენ, მაგრამ მწვრთნელმა ახსნა, ბასტიან შვაინშტაიგერმა ვარჯიში მხოლოდ იმის გამო გამოტოვა, რომ დასვენების დღე აქვს და "ოლდ ტრაფორდზე" თამაშს შეძლებს.
ჯეიმს უილსონი ტრავმის მოშუშების შემდეგ ვარჯიშებს დაუბრუნდა.