"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, პატრის ევრა კრიშტიანუ რონალდუსთან დიალოგს იხსენებს, რომელიც ყოფილ თანაგუნდელებს შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ შედგა.
"წითელი ეშმაკები" პორტუგალიელის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას ცდილობენ, თუმცა წარუმატებლად.
ფრანგ მცველს ფერგიუსონი არწმუნებდა, რომ აუცილებლად მოახერხებდა რონალდუს დაბრუნებას, მაგრამ შემდეგ შოტლანდიელმა კარიერა დაასრულა, რონალდუ "ბერნაბეუზე" დარჩა, ევრა კი "იუვენტუსში" გადაბარგდა.
"ფერგიუსონმა მითხრა: "99%-ით დაბრუნება კრიშტიანუ. 99%, პატრის, ის დაბრუნდება.
მე შევძახე: "ვაუ, ჩემპიონთა ლიგას ისევ მოვიგებთ".
ვცდილობდი თუ არა მის დარწმუნებას "იუნაიტედში" დაბრუნების შესახებ? დიახ, ბევრჯერ, ბევჯერ.
ის კი მეუბნებოდა: "პატ, ახლა ვერაფერს გეტყვი".
როცა ვესაუბრებოდი, არ ვიციო მეუბნებოდა. "პატ, შენ იცი, როგორ მიყვარს "იუნაიტედი" - მეუბნებოდა.
და მახსოვს, როცა მის წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე" ვითამაშეთ, მან მითხრა: "პატ, მთელი ღამე არ დამეძინება. ამდენი ემოციებისგან ცხვირიდან სისხლიც კი წამომივიდა".
მახსოვს, როცა მოედანზე გამოჩნდა, როგორ მიიღო გულშემატკივარმა. საოცარი იყო", - განაცხადა ევრამ.