"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას ცდილობს და ინტერესი არც "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა დამალა.
ლუი ვან გაალმა "უოტფორდთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ რონალდუს გადაბირებას ცდილობს და მიუხედავად იმისა, რომ მისი შეძენა რთული იქნება, იმედიანად არის განწყობილი.
პორტუგალიელის აგენტმა კი ჰოლანდიელ სპეციალისტს შეტყობინება გაუგზავნა და აცნობა, რომ მისი კლიენტი არსად გადასვლას არ აპირებს. "შეუძლებელია. კარიერას მადრიდის "რეალში" დაასრულებს", - განაცხადა მენდეშმა.