ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მას სურს დიდი ხნით ჰქონდეს კაპიტანის სამკლაური, მაგრამ ჯერარდის გამოჯანმრთელების შემთხვევაში ის სიამოვნებით დაუბრუნებდა მას სამკლაურს.
”მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ორჯერ გაისროლა კარის მიმართულებით და ”სამ ლომს” დაეხმარა მოეპოვებინა სამი ქულა, ასევე განემტკიცებინა პირველი პოზიცია H ჯგუფში.
მაგრამ როი ჰოჯსონი კაპიტანის სამკლაურს სტივენ ჯერარდს დაუბრუნებს პოლონეთთან გასამართ მათჩში, ვარშავაში.
”თუ შენ მოგეცემა იმის საშუალება, რომ შენ ნაკრებს უკაპიტნო, ეს შანსი არ უნდა გაუშვა ხელიდან და როგორც ფეხბურთელმა ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდო და შეინარჩუნო ის” - განუცხადა რუნიმ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტს.
”ჩემის აზრით ეს მომავალში მოხდება, მაგრამ დღესდღეობით ჩვენი კაპიტანი სტივენ ჯერარდია და მისგან მაგალითი უნდა ავიღოთ”
ასე რომ, რუნიმ განაცხადა რომ მზადაა გააგრძელოს ლიდერობა ინგლისის ნაკრებში, მაშინაც როდესაც მას არ უკეთია სამკლაური.
”უსამკლაუროდ თუ ვიქნები, ეს იმას არ ნიშნავს რომ თამაშზე სხვანაირად ვიფიქრებ, პირიქით უფრო მოვუმატებ და მოვუმატებ. მე ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო თანაგუნდელებს სხვადასხვა სიტუაციებში. ასევე აკეთებდნენ სხვებიც, როდესაც მე მათსავით ახალგაზრდა ვიყავი.” - დაასრულა რუნიმ.
წყარო:
Soccerway.Com