ჩინური საფეხბურთო ასოციაცია და მმართველობა 30 წლის ინგლისელს სწორედ ასეთი შეთავაზებით მიმართავს.
ჩინური სუპერლიგის პოპულარიზაციის მიზნით მიღწეულმა 830 მილიონ ფუნტიანმა შეთანხმებამ, რომელიც სატელევიზიო უფლებების გაყიდვას გულისხმობს, ჩინური საფეხბურთო ჩემპიონატი ახალ დონეზე უნდა გადაიყვანოს და ახლა CSL-ს ცნობადი სახე სჭირდება, რომელიც ჩინური საკლუბო ფეხბურთის ახალ ეპოქას განასახიერებს.
აზიის ქვეყანაში ასევე იმედოვნებენ, რომ რუნის მაგალითს სხვა სტატუსიანი ფეხბურთელებიც გაიზიარებენ და სუპერლიგაში თამაშს ისურვებენ.
CSL-ის კლუბები სხვადასხვა კალიბრის ფეხბურთელების გადაბირებას ცდილობენ, მაგრამ მათი უმრავლესობა დიდხანს არ ჩერდება აზიაში.
ამჟამად ჩინეთში ისეთი ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ, როგორებიც რობინიო, ტიმ კეჰილი და დემბა ბა არიან, ცნობილი მწვრთნელების რიცხვს კი სვენ-გორან ერიქსონი და ლუის ფელიპე სკოლარი ავსებენ.