"ბარსელონას" მცველი "იუნაიტედის" რადარზე.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარსელონას" მცველ მარკ ბარტრასთვის ბრძოლაში ლიდერობს.
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ლა ლიგაში "ელ კლასიკოს" მიღმა დარჩა და პირველ გუნდში სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებს, რის გამოც ესპანეთის დატოვებას აპირებს.
სერხიო რამოსის ხელიდან გაშვების შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ ეძებს ცენტრალურ მცველს.
იმ შემთხვევაში, თუ ვან გაალი მაღალი დონის შემდგარ მცველს ვერ შეიძენს, ამჯობინებს ცაცია ცენტრალური მცველი გადაიბირიოს. ამ სურვილს კი ბარტრა აკმაყოფილებს, რომელსაც კიდევ უფრო უმცირდება თამაშის შანსები ტომას ვერმაელენის დაბრუნების შემდეგ.
კატალონიური გაზეთი Mundo Deportivo იტყობინება, რომ ბარტრა აგენტის აყვანას აპირებს და კანდიდატად კარლეს პუიოლს განიხილავს.
"ბარსას" ყოფილი კაპიტანი აგენტის საქმიანობის წამოწყებას აპირებს და ვან გაალთან კარგი ურთიერთობა აქვს, რაც შესაძლოა, ახალგაზრდა მცველის პრემიერ ლიგაში გადაბარგების საწყისი იყოს.
პუიოლი ასევე ცდილობს ემერიკ ლაპორტეს, "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი სამიზნის აგენტი გახდეს.
წყარო:
mirror