დავიდ დე ხეას სჯერა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ოთხშაბათს პსვ-ს წინააღმდეგ სამ ქულას აიღებს და პლეი-ოფის რაუნდში ადგილს გაინაღდებს.
წარუმატებელი სტარტის შემდეგ ვან გაალის შეგირდებმა B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მომდევნო მატჩში გამარჯვების შემდეგ მომდევნო ეტაპზე ერთი ტურით ადრე გავლენ.
დე ხეას კი სურს, მისმა გუნდმა მიზანს დროულად მიაღწიოს.
"ვიცით, რთული მატჩი იქნება, მაგრამ გამარჯვება და სამი ქულა გვჭირდება. პირველი ტური მარცხით დავიწყეთ, მაგრამ ამის შემდეგ რეგულარულად ვაგროვებთ ქულებს. გამარჯვება მომდევნო ეტაპზე გაგვიყვანს, ამიტომ კვალიფიკაციამდე პატარა ნაბიჯიღა დაგვრჩა", - განაცხადა ესპანელმა მეკარემ.
"იუნაიტედმა" "ვიკერეჯ როუდზე" 641 წუთის განმავლობაში პირველად გაუშვა გოლი, როცა ტროი დინიმ დე ხეა პენალტიდან გაუტანა, მაგრამ "წითლები" სახლში ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ 1 გოლს უშვებენ, რაც დე ხეას ოპტიმიზმს უნარჩუნებს. "ძალიან მნიშვნელოვანია გოლის არ გაშვება; საკითხს სწორად უნდა მივუდგეთ და მუდმივად განვვითარდეთ, რათა ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდეთ," - ახსნა დე ხეამ.
"იუნაიტედის" პირველმა ნომერმა პირველი ტურის მატჩზეც ისაუბრა, რომელშიც "წითელი ეშმაკები" 2-1 დამარცხდნენ.
"რამდენიმე მომენტი გვქონდა და არა მგონია, წაგება დაგვემსახურებინა. მათ სახლში ვეთამაშებით და თუ გავიმარჯვებთ, მომდევნო ეტაპზე გავალთ".