რა ბედი ეწია "იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ?
ოთხ-ნახევარი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელებმა "შეფილდ იუნაიტედი" ინგლისის თასის ფინალში 6-3 დაამარცხეს. ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისსა და საფრანგეთს შორის, რომელიც ლომების სასარგებლოდ დასრულდა, ჯესი ლინგარდი და პოლ პოგმა ღობის სხვადასხვა მხარეზე იმყოფებოდნენ.
მაგრამ რა ბედი ეწია დანარჩენ ახალგაზრდებს, რომლებმაც ასევე შეიტანეს თავიანთი წვლილი ზემოთ ხსენებული თასის მოგებაში? სურათი ძალიან სასაცილოა- ზოგი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, ზოგი კი რეგიონალურ ჩემპიონატში იღებს მონაწილეობას.
სემ ჯონსტოუნი
მეკარე ჯონსტოუნი ერთ-ერთი იმ სამ ფეხბურთელთაგანია, რომელიც დღემდე "იუნაიტედის" რიგებში იმყოფება. თითქოს, სემი ვერასდროს მიიღებდა სათამაშო პრაქტიკას "მანჩესტერში" (ამასობაში, ფეხბურთელმა იჯარის წესით 5 გუნდის გამოცვლა მოასწრო), მაგრამ, საბოლოოდ, მას შეხვდა ადგილი შემადგენლობაში, მხოლოდ დე ხეას ირგვლივ არსებული სატრანსფერო პოლიტიკის გამო. მან მონაწილეობა მიიღო წინა სასეზონო ტურნეში და ასევე, ექვსჯერ იყო მიმდინარე სეზონის განაცხადში.
შონ მაკგინტი
მაკგინტიმ უკანასკნელი ფეხბურთელის სახელწოდება დაიმსახურა, მისი კონტრაქტი გაუქმდა თვით სერ ალექს ფერგიუსონის მიერ. მცველს 2013 წელს "ტრანმერ რორსში" იჯარის დროს დისციპლინასთან ჰქონდა პრობლემები. მან ისე დატოვა "იუნაიტედი", რომ პირველი გუნდის შემადგენლობაში ერთი მატჩიც კი არ ჩაუტარებია. იგი ამჟამად "ალდერშოტის" ფერებს იცავს კონფერენციაზე.
ტომ ტორპი
ტორპი იმ გუნდის კაპიტანი იყო თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა, 2014 წელს "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ დი მარიას ნაცვლად. ზაფხულში მისი კონტრაქტი ამოიწურა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. ამჟამად იგი "როტერჰემში" ასპარეზობს, ჩემპიონშიპში.
მაიკლ კინი
კინი პირველ გუნდში ხუთჯერ გამოვიდა. მისი დებიუტი ლიგის თასზე 2011 წლის ოქტომბერში შედგა, ჭაბუკთა თასის მოგებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. მაიკლმა გუნდი 2015 წლის იანვარში დატოვა- არენდა "ბერნლიში" სრულფასოვან ტრანსფერად გადაიქცა. პრემიერლიგაში 2014/15 წლების სეზონში შონ დაიჩის მეთაურობით 21 მატჩი ჩაატარა.
მიშელ ფორნაზიე
იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრმა "იუნაიტედი'' 2013 წელს დატოვა ისე, რომ მისი დებიუტი ინგლისის დიდ ფეხბურთში არც შემდგარა. ამ ზაფხულს კონტრაქტი "პესკარასთან" გააფორმა, რომელიც იტალიის სერია ბ-ში ასპარეზობს. მანამდე ორი წელი "სამპდორიაში" გაატარა და მოედანზე ათჯერ გამოვიდა.
რაიან ტანიკლიფი
ახალგაზრდა ფეხბურთელი ორჯერ გამოვიდა მოედანზე, უმეტეს ნაწილს კი იჯარაში ატარებდა. 2014 წელს "იუნაიტედი" დატოვა და "ფულჰემს" შეუერთდა, რომლის მწვრთნელი რენე მალესტენი იყო (''იუნაიტედის'' ყოფილი მწვრთნელი). შემდეგ გუნდს სათავეში ფელიქს მაგატი ჩაუდგა, რომლის აზრით, რაიანი არ ექვემდებარებოდა მოთხოვნილებებს და იგი იჯარით გაემგზავრა ჯერ "უიგანში", შემდეგ კი- "ბლეკბერნში". მიმდინარე სეზონში "ფულჰემს" დაუბრუნდა.
ჯესი ლინგარდი
ლინგარდის დებიუტი, რომელიც ლუი ვან გაალის მეთაურობით გასულ სეზონში შედგა, ტრავმით დასრულდა. მაგრამ შემდეგ მან შეძლო არენდიდან დაბრუნება და დღეს პირველ გუნდში თამაშობს. ვინგერმა თავი პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა, როდესაც "ვესტ ბრომის" მეკარე დაამწუხრა. ხოლო მას შემდეგ, რაც მაიკლ კერიკმა და ჯეიმი ვარდიმ ტრავმა მიიღეს, ჯესი ნაკრებშიც გამოიძახეს ამხანაგურ შეხვედრაში საფრანგეთის წინააღმდეგ, თუმცა მატჩი სკამზე გაატარა.
პოლ პოგბა
ის, ვინც "იუნაიტედი" დატოვა. პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედის" ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა დატოვა გუნდი და "იუვენტუსს" შეუერთდა. პოგბა უკმაყოფილო იყო მცირე სათამაშო პრაქტიკით, რის გამოც სერ ალექსთან კამათი მოუწია. ფრანგი ფეხბურთელი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად იქცა, სამჯერ მოიგო სერია ა და გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მიაღწია.
რაველ მორისონი
ფერგიუსონი აღფრთოვანებული იყო მორისონის ნიჭით და არაერთხელ უთქვამს, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი ჯერ არ ჰყოლია. მაგრამ მოედნის მიღმა მისი ქცევები ანადგურებდა მის პროგრესს. საბოლოოდ, გუნდის ხელმძღვანელობას მოთმინების უნარი დაეკარგა და ფეხბურთელი "ვესტ ჰემში" გაყიდა 2012 წელს, სადაც იგი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგრამ მალე მან დაკარგა ადგილი შემადგენლობაში და სემ ელარდაისთან კამათის შემდეგ გუნდი დატოვა. ამ ზაფხულს ფეხბურთელმა კონტრაქტი "ლაციოსთან" გააფორმა, სადაც იგი ცდილობს, თავი გამოიჩინოს.
უილ კინი
უილ კინი- მაიკლის ტყუპი ძმა დღემდე გუნდის სისტემაში ირიცხება, მაგრამ არ ჩანს, რომ ბიჭს ''იუნაიტედში'' დიდი მომავალი ელოდება. მისი დებიუტი "ბლექბერნის" წინააღმდეგ 2011 წელს შედგა, სადაც "წითლები" დამარცხდნენ, მას შემდეგ უილი მოედანზე არ გამოჩენილა. ამჟამად იჯარის წესით "პრესტონში" თამაშობს და 14 მატჩში ორჯერ შეძლო მოწინააღდეგის კარის აღება.
ჯულიანო ვან ველცენი
ჰოლანდიელმა ფორვარდმა თავისი პირველი პროფესიონალური კონტრაქტი "მანჩესტერთან" 2012 წელს გააფორმა. 2013 წელს გუნდმა ფეხბურთელთან კონტრაქტი გაწყვიტა. ამჟამად, კონტრაქტი "უტრეხთან" აკავშირებს, მაგრამ იჯარის წესით "ვოლენდამში" ასპარეზობს, ჰოლანდიის მეორე დივიზიონში.
ცვლილებები
ჯონ კოფიკოფის კონტრაქტი 2013 წელს ამოეწურა. ფეხბურთელს არცერთხელ უთამაშია პირველ გუნდთან. შემდეგ მან მოასწრო "ბარნსლის" რიგებში თამაში, ნორვეგიულ "მიოლდესა" და "კროული თაუნში". ახლახან კი "რეკსემმა" შეიფარა, რომელიც კონფერენციაში თამაშობს.
ლარნელ კოული
კოული საკმაოდ პერსპექტიულ ახალგაზრდად ითვლებოდა, თუმცა პირველ გუნდთან მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა. მოგვიანებით, ტანიკლიფთან ერთად "ფულჰემში" გაემგზავრა, ამჟამად იჯარის წესით ლიგა ერთში თამაშობს, "შრუსბერ თაუნის" რიგებში.
ტაილერ ბლეკეტი
ბლეკეტი პირველ გუნდში 2014/2015 წლების სეზონში ტრავმირებული მცველების გამო მოხვდა. მან ლუი ვან გაალისგან ქება დაიმსახურა და გასულ სეზონში 12 მატჩი ჩაატარა. ტაილერი "არსენალთან" გატანილი ავტოგოლის შემდეგ განაცხადში აღარ მოხვედრილა. მიმდინარე სეზონს იგი "სელტიკში" ატარებს.
წყარო-Skysports