"მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ენტონი მარსიალმა ხუთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, მაგრამ მისგან განსხვავებით ფრანგის ცოლი ახალ სამყოფელს ვერ შეეგუა.
სამანტა მარსიალი სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და ხშირად აქვეყნებს მისი ქმრის მხარდასაჭერ ფოტოებს.
თუმცა, სამანტას ბოლო ფოტო, რომელიც მან ინსტაგრამზე გაავრცელა, კურიოზული გამოდგა.
როცა "იუნაიტედი" "უოტფორდს" ეთამაშებოდა, ენტონის ცოლს "ემირეიტს სტედიუმი" და "ოლდ ტრაფორდი" ერთმანეთში აერია და სწორედ "არსენალის" საშინაო არენის ფოტო გაავრცელა.
სამანტასდა სამწუხაროდ, ორივე გუნდი წითელი ფორმის მაისურით თამაშობს, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის "ოცნებების თეატრი"