ლუი ვან გაალს გუნდში მარცხენა მცველი სჭირდება.
ლუი ვან განაცხადა, რომ იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა, მარცხენა მცველი შეიძინოს.
ბრიტანულმა მედიამ წინა კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვან გაალი მარცხენა მცველს ეძებდა და კანდიდატად "პორტუსა" და ჰოლანდიის ნაკრების ფეხბურთელ ბრუნო მარტინს ინდის განიხილავდა.
როგორც მოსალოდნელია, ლუკ შოუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოახერხებს თამაშს, მარკოს როხო კი ვან გაალის რწმენას ბოლომდე ვერ იმსახურებს.
"შესაძლოა, იანვარში მარცხენა მცველი დაგვჭირდეს", - განუცხადა ვან გაალმა ჟურნალისტებს.
როხო მიმდინარე სეზონში ცოტას თამაშობს, თუმცა ბოლო ტურის მატჩში "უოტფორდის" წინააღმდეგ სათამაშო დრო მიეცა, რომლის განმავლობაში თავი საკუთარ კართან პენალტის დადებით გამოიჩინა, თუმცა მარკოსმა შესანიშნავი მატჩები ჩაატარა "ევერტონისა" და "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.
გარდა იმისა, რომ მარცხენა მცველად დეილი ბლინსაც შეუძლია თამაში, ვან გაალს ახალგაზრდა კამერონ ბორტუიკ-ჯექსონიც ჰყავს, რომელმაც "ვესტ ბრომთან" სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
მარცხენა მცველად ჰოლანდიელი ეშლი იანგსაც იყენებდა, სანამ ანტონი ვალენსია ტრავმას მიიღებდა. ვალენსიას ტრავმის შემდეგ კი მარჯვენა მცველის ადგილი არა მატეო დარმიანმა, არამედ ეშლი იანგმა დაიკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამპლუით მარჯვენა მცველ დარმიანს მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში.
წყარო:
M.E.N.