გარი ნევილი მიიჩნევს, რომ გასული უქმეები "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შესანიშნავი გამოდგა.
"ეჭვი არ მეპარება, რომ ამ დროისთვის "იუნაიტედში" ძალიან ბედნიერები არიან. ისინი არ თამაშობენ თავიანთ საუკეთესო ფეხბურთს, მაგრამ მაინც იმარჯვებენ და აგროვებენ ქულებს. "უოტფორდთან" მატჩის შედეგი შესანიშნავია მათთვის. ფრე, რა თქმა უნდა, უფრო სამართლიანი იქნებოდა, მაგრამ ბოლო წუთები გოლებით დაასრულო - ეს საუკეთესო ვარიანტია. ისინი არ გიტოვებენ დროს რეაგირებისთვის",-ციტირებს გარი ნევილის სიტყვებს Sky Sports-ი.
"შაბათი მართლაც მშვენიერი გამოდგა "იუნაიტედისთვის". მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ მათი პირდაპირი კონკურენტების მატჩების შედეგებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში დაცვაში თამაშს მოუმატეს. ისინი ძალიან კომპაქტურად მოქმედებენ".