პსვ-სთან განმეორებითი დაპირისპირების წინ ლუი ვან გაალმა ლუკ შოუს ჰექტორ მორენოსთან შეჯახება გაიხსენა და განაცხადა, რომ მორენოს ეს გამიზნულად არ გაუკეთებია, თუმცა წითელი ბარათი მსაჯისგან მას მაინც უნდა მიეღო.
"ეს გაუაზრებელი ვარდნა იყო, მაგრამ მე ვფიქრობ, მორენოს ეს გამიზნულად არ გაუკეთებია.-ციტირებს ვან გაალის სიტყვებს The Mirror.- მისი სამიზნე ბურთი იყო და არა- მოწინაღმდეგე. ჩვენ ვნახეთ ეს ეპიზოდი და დავადასტურეთ, რომ ასეთი რამ ფეხბურთში შესაძლებელია მოხდეს და შოუს ამ ეპიზოდში უბრალოდ არ გაუმართლა.
"მსაჯმა შეცდომა დაუშვა. ეს იყო ჯარიმა და წითელი ბარათი. არსებობს წესები, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე არ დამეთანხმოს ამაში. ეს მორენოსგან ბინძურად თამაში იყო"
"მე ვერ ვიტყვი, რა მოხდება, რადგან მორენოს მალე "ოლდ ტრაფორდი" იხილავს. გულშემატკივრებმა კი ერთიანი ძლიერი ხასიათი უნდა აჩვენონ. შოუმ მორენოსგან ბოდიში მიიღო და ვფიქრობ, ის სწორად მოიქცა".
"იმ ღამეს ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგ იყო. ჩვენ დავკარგეთ საუკეთესო ფეხბურთელი, თან ჯარიმის მიუღებლად, მეტოქეც არ დარჩენილა უმცირესობაში. ამან თამაშზე გავლენა იქონია."
მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ლუკს წინ წარმატებული სეზონი ელოდა და მის პოზიციაზე მეორე ფეხბურთელის დამატებას არ ვაპირებდი. ახლა კი ვფიქრობ, შევიძინო თუ არა სხვა მის პოზიციაზე"