პოლ სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" უფრო მეტი სიმწვავისკენ მოუწოდა, რათა პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა მოახერხოს.
"იუნაიტედს" შაბათს "უოტფორდის" დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდა, სქოულზს კი მიაჩნია, რომ გუნდმა საქმე უფრო ადრე უნდა გააკეთოს.
"იუნაიტედის" ლეგენდა დარწმუნებულია, რომ "წითლებმა" ტემპს უნდა მოუმატონ, თუკი "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალთან" ერთად ტიტულისთვის ბრძოლა სურთ.
"ეს მათ შესახებ ყველაფერს ცხადყოფს და ისეთივე ტიპიური თამაშია, როგორსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" მთელი სეზონის განმავლობაში თამაშობს.
ძალიან ბევრი პასი, სანამ ბოლო სამეულამდე მიიტანენ ბურთს, რის გამოც უეინ რუნის მსგავსი ფორვარდები ცუდად თამაშობენ. ისინი დახმარებას ვერ იღებენ".
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად "იუნაიტედი" უფრო ახლოსაა პირველ ადგილთან, ვიდრე "არსენალი" და "სიტი", სქოულზს მაინც არ სჯერა, რომ "წითელი ეშმაკები" სეზონის ბოლომდე შეძლებენ შედეგის შენარჩუნებას.
"თქვენ იტყვით, რომ შანსი აქვთ, რომ დღევანდელის შემდეგ პირველ ადგილზე გადავლენ.
მაგრამ არიან საკმარისად კარგები იმისთვის, რომ ლიგა მოიგონ? 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვარ, ვფიქრობ, "მანჩესტერ სიტი" და "არსენალი" მაშინ ტრავმებით უნდა გაწამდნენ".
სქოულზი გერმანელ ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერსაც შეეხო და ისიც გააკრიტიკა.
"ორივე ცენტრალური ნახევარმცველი ცენტრალური თავდამსხმელებისგან 10 იარდით არიან დაშორებულნი და იოლ პასებს აკეთებენ.
შვაინშტაიგერი მუდმივად მარცხენა მცველის პოზიციაზე ასრულებს.
არ ვარ წინააღმდეგი სივრცის მიღების შემთხვევაში წინ ითამაშო ან გრძელი გადაცემა გააკეთო, მაგრამ ის ზედმეტად ეხება ბურთს და მუდამ უკან ბრუნდება სიღრმეში".