"ლესტერ სიტის" თავდამსხმელმა ჯეიმი ვარდიმ პრემიერ ლიგის ზედიზედ 10 მატჩში მოახერხა გოლის გატანა, რითაც რუდ ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა.
28 წლის ვარდის თამაში "ნიუკასლთან" საეჭვო იყო, მაგრამ ჯეიმიმ ტრავმა მოიშუშა და "ჯორდების" კარის დალაშქრვაც მოახერხა.
ინგლისელმა თავისი სარეკორდო გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გაიტანა.
ამგვარად, ვარდის პრემიერ ლიგის ზედიზედ 10 ტურში გააქვს გოლი, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი თავდამსხმელის, რუდ ვან ნისტელროის შედეგის გამეორებაა, რომელიც ჰოლანდიელმა 2003 წელს დააფიქსირა.
მომდევნო ტურში ინგლისელს საშუალება აქვს ერთპიროვნული ლიდერი გახდეს პრემიერ ლიგის მატჩებში ზედიზედ გატანილი გოლების რაოდენობით და ამის გაკეთებას სწორედ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ეცდება.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.