"იუნაიტედის" მთავარი დამრტყმელი ძალა ბოლო მატჩებში ენტონი მარსიალი იყო. მაგრამ ფრანგმა და ასევე ფორმაში ჩამდგარმა რუნიმ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღეს. ფელაინი, რომელიც ამ სეზონში ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე თამაშობს და ასევე ჯეიმს უილსონიც, ვერ ახერხებდნენ მატჩში მონაწილეობის მიღებას.
ლუი ვან გაალმა გადაწყვიტა, გამწვავებაზე მემფის დეპაი გაეშვა. ჯესი ლინგარდი შეგვიძლია ფლანგის ფორვარდად დავახასიათოთ. ერერა მათ უკან, ათიანის პოზიციაზე.
საყრდენ ზონაში შვაინშტაიგერი და შნეიდერლინი. დაცვაში (მარჯვნიდან მარცხნივ): იანგი, ჯონსი, სმოლინგი, ბლინდი.
აღსანიშნავია, რომ როხოს გამოსვლის შემდეგ სქემა 3-5-2-ად გარდაისახა, სადაც იანგი და ბლინდი ვინგბექის როლს ასრულებდნენ, ხოლო მატამ ტრავმირებული ერერას ადგილი დაიკავა.
ფაბულა
"უოტფორდი" "იუნაიტედს" მისსავე მოედანზე უწყობდა პრესინგს, რამაც "წითლებს" ბურთის მშვიდად კონტროლისა და შეტევის დაწყების საშუალება მოუსპო. თუმცა მასპინძლებს შეტევაში დიდი ძალებით გადასვლა აშინებდათ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" რთულად, მაგრამ მომენტები მაინც შექმნა. მე-12 წუთზე ერერას კარგი ჩაწოდება საბოლოოდ დეპაიმ გადაგზავნა კარში. პირველი ტაიმი სტუმრების ტერიტორიული უპირატესობით მიიწურა.
მეორე ნახევარში "ონავრებმა" ზეწოლა გაზარდეს. დავიდ დე ხეას კართან ხიფათის შექმნა მოახერხეს, მაგრამ ესპანელმა კიდევ ერთხელ აჩვენა არაადამიანური რეაქცია. "იუნაიტედსაც" ჰქონდა მომენტები და ანგარიშის გაორმაგება შეეძლო, მაგრამ დეპაისა და ლინგარდს არ გაუმართლათ.
მიწურულს, იგალოს წინააღმდეგ როხომ ითამაშა საჯარიმოში მოუფრთხილებლად და მსაჯმა პენალტი დანიშნა, თუმცა ეპიზოდმა კამათი გამოიწვია. დინიმ ძლიერად დაარტყა ცენტრში და ანგარიში გაათანაბრა.
თითქოსდა, ყველაფერი ფრით დასრულდებოდა, მაგრამ "იუნაიტედი" წინ წავიდა და დაჯილდოვდა. ლინგარდმა სახიფათოდ დაარტყა, რომელიც რთულად აიღო გომესმა, მაგრამ შვაინშტაიგერმა დამატება მოასწრო და მისი ჩაწოდებული დინიმ ავტოგოლად აქცია.
ხუთი დაკვირვება
მაღალი პრესინგი "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ
ვიცით, რომ ვან გაალი შეტევას 4 ფაზად ჰყოფს. კიკე სანჩეს ფლორესმა გადაწყვიტა, ჰოლანდიელს პირველ სტადიაზევე შეწინააღმდეგებოდა. მიმდინარე სეზონის მატჩების უმრავლესობაში დავიდ დე ხეა დაბალ პასს აწვდის ბლინდს, რომელიც შემდეგ ვექტორს ირჩევს. "უოტფორდის" ფეხბურთელები ამის საშუალებას არ აძლევდნენ და მუდამ მეკარეზე ახდენდნენ პრესინგს.
დე ხეას გადაცემები. წითელი ფერი - წარუმატებელი, ლურჯი - ზუსტი, მწვანე რგოლები - წარმატებული გამოტანა.
შესაძლოა, "იუნაიტედის" მოწინააღმდეგეებმა უფრო ხშირად უნდა გამოიყენონ ასეთი ტაქტიკა. ბევრი თავიანთ საჯარიმოში ჩაკეტვას ამჯობინებს იმის იმედად, რომ "იუნაიტედის" თავდასხმას თავს გაართმევს, რომელსაც დასრულებით ფაზაში პრობლემები აქვს. თუმცა, როგორც ვხედავთ, სხვაგვარად შეიძლება მოქმედება.
ლინგარდი და დეპაი
თუ ვისაუბრებთ ვან გაალის საფუძვლიან კრიტიკაზე და არა ჩვეულებრივი გულშემატკივრული ბოღმით, მართალი იქნება მტკიცება, რომ შეტევას სისწრაფე აკლია.
არიან ფეხბურთელები, რომელთაც შეიძლება გამჭოლი პასი მიაწოდო, "კედელი" გაითამაშო, "მესამეზე გაიყვანო", მაგრამ სისწრაფე და შეტევაში გახსნის უკმარისობაა. მარსიალი - გამონაკლისია. ამის ფონზე სწრაფი დეპაი და ლინგარდი ძალიან პერსპექტიულად გამოიყურებიან.
ჩემი აზრით, არ ღირს მანესა და ვთქვათ, პედროს სახით საეჭვო მოგვარების ძიება - ესენი არიან ფეხბურთელები, რომლებიც კლასიც იმავე იანგსაც კი არ აღემატებიან. და რადგანაც ასეა, მიზანშეწონილია ამჟამინდელი შემადგენლობის კადრის განვითარებაზე მუშაობა. ამ "იუნაიტედს" აქვს ამის პოტენციალი, რათა პრობლემურ მომენტებს გაუმკლავდეს.
ტრავმები და სათამაშო დრო
ზუსტად ასე გამოიყურება ტრავმირებულთა სია: ერერა, რუნი, მარსიალი, კერიკი, ფელაინი, უილსონი, ვალენსია, შოუ.
საბედნიეროდ, ტრავმათა უმრავლესობა სერიოზული არ არის. რუნი და მარსიალი, შესაძლოა, უკვე მომდევნო შეხვედრაში დაბრუნდნენ. ერერას, კერიკისა და ჯონსის დაზიანება უმნიშვნელოა.
სეზონი თანდათან შედის იმ სტადიაში, რომელშიც შემადგენლობის სიდიდე მნიშვნელოვანია. ახლა, როცა "იუნაიტედი" მართლა კარგად არის დაკომპლექტებული, თითოეულ გულშემატკივარს აქვს მღელვარების საბაბი გამარჯვების შემდეგაც კი - ყველა ვერ შედის სასტარტო შემადგენლობაში, ვიღაცას დრო არ ჰყოფნის.
მსგავსი სიტუაცია წლიდან წლამდე თითქმის ყველა დიდ კლუბში მეორდება.
დროა შეგახსენოთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობისა და სეზონის გააქტიურებასთან ერთად ყველა მიიღებს დროს.
ბასტიან შვაინშტაიგერი
კლუბში გატარებული მცირე ხნის განმავლობაში გერმანელი გააკრიტიკეს და მაიკლ კერიკსაც კი შეადარეს. ის შეტევებსაც ანელებს, არც პრემიერ ლიგისთვის საჭირო ფიზიკურობა აქვს, კარში არ ურტყამს და საერთოდ, ვადაგასული საქონელი მოგვყიდეს, გვარდიოლა კი - გასაგებია - გენიოსია, რომელიც ლიუფტვაფეს დაზიანებულ თვითმფრინავში ზის.
ეს სიმართლეა, რომ შვაინშტაიგერი "ოლდ ტრაფორდზე" კარიერის დაისისას გადავიდა. მართალია, რომ რუხი მატჩების გარეშე არაფერი ჩაივლის. მაგრამ ასევე მართალია, რომ ჩაატარებს რამდენიმე შეხვედრას, რომელიც ყველასთვის ვაჟკაცობის, პროფესიონალიზმისა და თავდადების მაგალითი იქნება.
ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს ათრევენ და მის მოქმედებებს ხელმძღვანელობენ, ყოველთვის გამოირჩევიან. ამის გამო ევრას გაყიდვა ჯერ კიდევ მგონია გასული სეზონის უმთავრესი შეცდომა. ვინ გაუძღვება "იუნაიტედს" წინ, როცა მას კლასი და წადილი დასჭირდება?
რუნი - მისაღებია, შემდეგ კი გაუგებარი.
მატამ - ისტორია სხვა რამის, ჯადოქრობის შესახებ.
იანგი - ქვეითი.
ნიჭიერი ახალწვეულები - არ გაზრდილან.
ვიცე კაპიტანი მაიკლ კერიკი - მოსაწყენი და სასაცილო. მაიკლ კერიკი - ეს არის ფუნქციის მოთამაშე. როცა შენი გუნდი შეხვედრის მიწურულს გოლს უშვებს, კერიკი ვერ გადაგარჩენს. როგორც მრავალწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველაზე ხშირად უიღბლოს როლში გვევლინება, რის გამოც გუნდი მიწურულს გოლს უშვებს.
ახლა კი შეხედეთ შვაინშტაიგერს და მის მოქმედებებს გაშვებული გოლის შემდეგ.
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილები
როგორც ხანმოკლე პოსტფერგიუსონული წლების განმავლობაში გამოჩნდა, "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი ძალიან ჰგავს მოსკოვის "სპარტაკის" ქომაგს: უსაზღვრო პათოსი, საუბრები დაკარგული ტრადიციების შესახებ და რეგულარული ისტერიკები.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ხდება უნიჭო ახალგაზრდების გაყიდვა და იმ აღზრდილთა ჩამოწერა, რომლებიც მოცემულ მოთხოვნილებებს არ შეესაბამებიან. იმის შესახებ, რომ სერ ალექსი მთელი კარიერის განმავლობაში ასე იქცეოდა, რა თქმა უნდა, ივიწყებენ.
"უოტფორდის" წინააღმდეგ მატჩი "იუნაიტედმა", რომელმაც ორ წელიწადში 150 მლნ. ფუნტზე მეტი დახარჯა, სამი მის მიერ აღზრდილი ფეხბურთელით დაასრულა: ჯესი ლინგარდი - კარგი მატჩი ჩაატარა, განახორციელა დარტყმა, რომელიც გოლად აქცია შვაინშტაიგერმა; ანდრეას პერეირა - გამოვიდა დაღლილი მატას ნაცვლად და შექმნა ორი სახიფათო მომენტი: სმოლინგმა ქუსლით დაარტყა მისი კუთხურის შემდეგ, ლინგარდმა კარში დაარტყა საჯარიმოში მისი პასის შემდეგ; მაკნეირი - გაუმკლავდა ტრავმირებული ჯონსის შეცვლას.
სულისკვეთების გამო მშვიდად უნდა ვიყოთ. მაგრამ სქოულზი მაინც ორიანს დაუწერდა ამ შეხედულებას.
ავტორი: ალექსანდრ გრაიორვიჩი
სტატიები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.