"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა წარმატებული შაბათი დღე რესტორან "ავალანშში" დაასრულეს, ქალაქის ცენტრში, სადაც კრის სმოლინგისა და ყოფილ თანაგუნდელ სემ კუკის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.
სმოლინგი დღეს 26 წლის გახდა, ხოლო სამი დღის წინ სემ კუკს 30 წელი შეუსრულდა და ორივე მათგანს იტალიურ რესტორანში "იუნაიტედის" წარსულისა და აწმყოს ფეხბურთელები შეუერთდნენ.
ჯეიმს უილსონი, ჯესი ლინგარდი, ბასტიან შვაინშტაიგერი, მემფის დეპაი, მორგან შნეიდერლინი, დეილი ბლინდი და ეშლი იანგი - თითოეული მათგანი წვეულებაზე იმყოფებოდა.
საღამოს დაესწრო ლუკ შოუც, რომელსაც ფეხის ტრავმა აქვს და მასთან ერთად "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელები ტომ ქლევერლი და ბენ ამოსი.
გერმანელ ნახევარმცველ შვაინშტაიგერს კი ანა ივანოვიჩიც შეუერთდა, რომელიც მცირე ხნის წინ გადასახლდა მანჩესტერში.