"იუნაიტედის" ქომაგთა სიურპრიზი მარსელიეზას დროს.
ერიც კანტონასადმი მიძღვნილი ჩანტი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი შობის დროს მღერის, არის "5 კანტონა", თუმცა ფრანგის გვარი "უოტფორდთან" მატჩამდეც გაისმა.
ხუთშაბათს, პრემიერ ლიგამ გამოაცხადა, რომ საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნს, მარსელიეზას გააჟღერებდნენ ტურში გასამართი ათივე შეხვედრის წინ.
"იუნაიტედის" გულშემატკივართა ჰიმნი "ოოჰ, ააჰ, კანტონა" სწორედ ჰიმნის ჟღერადობისაა და გასაკვირი არ არის, რომ კანტონას გვარი "ოლდ ტრაფორდზე" იმღერეს.
პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებით ინგლისის საფეხბურთო ასოაციამ ფრანგებისთვის მხარდაჭერა გადაწყვიტა და "უემბლიზე" ამხანაგურ მატჩში, რომელშიც ინგლისისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მცირე აქცია მოაწყო.
ამჟამად პრემიერ ლიგაში 72 ფრანგი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის მორგან შნეიდერლინი და ენტონი მარსიალი.