პრემიერ ლიგის მე-13 ტური "უოტფორდი" "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც ვან გაალის გუნდმა მორიგი გამარჯვების მოპოვება შეძლო.
სტუმრები დასაწყიშივე დაეუფლნენ უპირატესობას და ანგარიშიც მალევე გახსნეს. ანდერ ერერას გადაცემით მემფის დეპაიმ ისარგებლა და თავისი მეორე გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში. პირველი ტაიმი მანჩესტერელთა გამარჯვებით დასრულდა.
"იუნაიტედმა" რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. მასპინძლებმა 86-ე წუთზე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. დე ხეას კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი დინმა გამოიყენა და ანგარიში 1-1 გახადა. მანჩესტერელებმა რამდენიმე წუთში კვლავ მოახერხეს დაწინაურება. შვაინშტაიგერის დარტყმის შემდეგ დინმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და "წითელ ეშმაკებს" მორიგი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
13 ტურის შემდეგ ვან გაალის გუნდი 28 ქულით მეორე ადგილს იკავებს. მე-14 ტურში "იუნაიტედი" პირველადგილოსან ლესტერს შეხვდება.