თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2015, 18:23
ავტორი: GeorgeBest ,
ნანახია: 22228,
კომენტარები: 3
"უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-2
გუშინდელი მატჩის მიმოხილვა და სრული ჩანაწერი.
პრემიერ ლიგის მე-13 ტური "უოტფორდი" "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებით გაიხსნა, სადაც ვან გაალის გუნდმა მორიგი გამარჯვების მოპოვება შეძლო.

სტუმრები დასაწყიშივე დაეუფლნენ უპირატესობას და ანგარიშიც მალევე გახსნეს. ანდერ ერერას გადაცემით მემფის დეპაიმ ისარგებლა და თავისი მეორე გოლი გაიტანა პრემიერ ლიგაში. პირველი ტაიმი მანჩესტერელთა გამარჯვებით დასრულდა.

"იუნაიტედმა" რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. მასპინძლებმა 86-ე წუთზე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. დე ხეას კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი დინმა გამოიყენა და ანგარიში 1-1 გახადა. მანჩესტერელებმა რამდენიმე წუთში კვლავ მოახერხეს დაწინაურება. შვაინშტაიგერის დარტყმის შემდეგ დინმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და "წითელ ეშმაკებს" მორიგი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

13 ტურის შემდეგ ვან გაალის გუნდი 28 ქულით მეორე ადგილს იკავებს. მე-14 ტურში "იუნაიტედი" პირველადგილოსან ლესტერს შეხვდება.

უოტფორდი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2

სტადიონი: "ვიკარეიჯ როუდი"
გოლები: დეპაი (11'), დინი (87' პენ; 90' ს.კ.)
გაფრთხილებები: უოტსონი – იანგი, ლინგარდი
მსაჯი: რობერტ მედლი

შემადგენლობები

უოტფორდი: გომესი, ბრიტოსი, კეტკარტი, ნიომი (პარედესი 69'), ანია, უოტსონი, კაპუ, დინი, ხურადო (აკე 46'), აბდი, იგალო.

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ჯონსი (მაკნეირი 69'), სმოლინგი, ბლინდი, იანგი, შვაინშტაიგერი, შნეიდერლინი, მატა (პერეირა 79'), ერერა (როხო 25'), ლინგარდი, დეპაი.

მიმოხილვა



განხილვა



პირველი ტაიმი



მეორე ტაიმი

მიმოხილვები, სრული მატჩები
3 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
22 ნოემბერი 2015 18:30
  • სიახლეები: 1711
  • კომენტარები: 12134
სიტი ესეთი არაპროგნოზირებადი გუნდია, უმაგრესი სტარტის მერე ესეთი უაზრო ჩავარდნა და დარწმუნებული ვარ ისევ დაიწყებენ მოგებათა სერიებს. კარგი შანსი გვაქვს რომ მაქსიმალური ქულები დავაგროვოთ და პირველზე გადავიდეთ
0
№2
ავტორი: Mufc7
22 ნოემბერი 2015 20:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
მალე პირველ ადგილას გადავსულიყავით feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: PaLoMo
23 ნოემბერი 2015 00:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 3534
კარგია მოგება,მაგრამ უფრო დამაჯერებელი ანგარიშია საჭირო და არა 90 წუთზე ოვნ გოლი
derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

22 იანვარი 2022, 19:00
იუნაიტედი
ვესტ ჰემი
პრემიერ ლიგა
9 თებერვალი 2022, 00:00
ბარნლი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
12 თებერვალი 2022, 16:30
იუნაიტედი
საუთჰემპტონი
პრემიერ ლიგა
ვესტ ჰემი22 იანვარი
ბარნლი9 თებერვალი
საუთჰემპტონი12 თებერვალი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

20 იანვარი 2022, 00:00
ბრენტფორდი1
იუნაიტედი3
პრემიერ ლიგა
15 იანვარი 2022, 21:30
ასტონ ვილა2
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
10 იანვარი 2022, 23:55
იუნაიტედი1
ასტონ ვილა0
ინგლისის თასი
ბრენტფორდი20 იანვარი
ასტონ ვილა15 იანვარი
ასტონ ვილა10 იანვარი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top