ლუი ვან გაალმა დაადასტურა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ცდილობს კრიშტიანუ რონალდუს შეძენას.
მედია ირწმუნებოდა, რომ ზაფხულში "წითელი ეშმაკები" "ოლდ ტრაფორდზე" პორტუგალიელის დაბრუნებას აპირებდნენ, მაგრამ რონალდუ "ბერნაბეუზე" დარჩა.
ვან გაალმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ გუნდში ვინგერის მიყვანას აპირებდა და იმედი აქვს, რონალდუსთან მუშაობის საშუალება მიეცემა. "ფლანგზე თამაშობს, სწრაფია და გოლებს იტანს. არა მგონია, ქვეყნად არსებობდეს მწვრთნელი, რომელსაც რონალდუ არ მოსწონს.
რა თქმა უნდა, ვაკვირდებით. ჩვენ ყველა ფეხბურთელს ვაკვირდებით, არა მარტო რონალდუს, მაგრამ უმეტესად, ეს ფეხბურთელები ხელმიუწვდომლები არიან.
დაე მოვიცადოთ და იმედი ვიქონიოთ", - განაცხადა ვან გაალმა.