ლუი ვან გაალს იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი წყვილი უეინ რუნი და ენტონი მარსიალი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის მზად იქნებიან, ხოლო ანდერ ერერა და ფილ ჯონსი დიდი ალბათობით მატჩს გამოტოვებენ.
ერერამ და ჯონსმა ტრავმა "უოტფორდის" წინააღმდეგ მატჩში მიიღეს და ვან გაალისთვის ჯერჯერობით უცნობია ტრავმის სერიოზულობა.
მატჩი გამოტოვა ჯეიმს უილსონმაც, რომელსაც მუხლის პრობლემა აქვს. "რთული პერიოდი გვაქვს, რადგან ბევრი ტრავმირებული გვყავს. მათ შორის არიან საერთაშორისო შესვენებაზე დაშავებულებიც. ანტონიო ვალენსიას ოპერაცია გაუკეთდა და ლუკ შოუ თქვენც იცით, ჯონსი და ერერა კი, ვფიქრობ, ოთხშაბათისთვის ხელმისაწვდომნი არ იქნებიან.
ჩემი პირველი შთაბეჭდილების მიხედვით ტრავმა ძალიან მძიმე არ უნდა იყოს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უკვე ოთხშაბათს უნდა ვითამაშოთ. ჯონსს კოჭის ტრავმა აქვს, ერერას ბარძაყის. რუნი ავად არის, ეს რამდენიმე დღის საკითხია და არა კვირის. ჩემი მოლოდინით, ოთხშაბათს ითამაშებს, მაგრამ წინასწარ არასდროს იცი, ავადმყოფობის გავრცელების არაფერი გამეგება. დღეს სახლშია, ავადმყოფობაზე სამკურნალოდ ერთდღიანი დასვენება მივეცით; ხვალ მოვა და უფრო მეტის თქმას შევძლებ. მარსიალი კიდევ ერთი პრობლემაა, მისი ტერფი იმდენად მძიმედ არ არის, როგორც მედია წერს, მაგრამ უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ შეუძლება თუ არა თამაშს ოთხშაბათს.
უილსონმა ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა. როხო იმიტომ არ ვათამაშე, რომ ნამგზავრი იყო. უილსონს ექვსი კვირაა არ უთამაშია, ამიტომ პრემიერ ლიგაში მატჩის რიტმის გარეშე ვერ ითამაშებ; მეორე ტაიმში მემფისის შემთხვევაში ნახავდით, რომ ნაკლებად ეფექტური იყო. სათადარიგოზე რაშფორდი მყავდა, შესანიშნავი ნიჭი, მაგრამ უილსონს უფრო მეტი გამოცდილება აქვს", - განაცხადა ვან გაალმა.