დღეს პრემიერ ლიგის მე-13 ტური "უოტფორდი" - "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩით გაიხსნა. ვან გაალის გუნდმა მორიგი სამი ქულის აღება მოახერხა.
სტუმრები დასაწყისშივე დაწინაურდნენ, ანდერ ერერას გaდაცემით მემფის დეპაიმ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში მონაწილეობა უეინ რუნიმ და ენტონი მარსიალმა ვერ მიიღეს.
მასპინძლებმა მეორე ტაიმის მიწურულს მოახერხეს გათანაბრება, თერთმეტმეტრიანი დინმა გოლად აქცია. თუმცა მანჩესტერელებმა მატჩის მოეგბა მაინც მოახერხეს. ბასტიან შვაინშტაიგერის დარტყმის შემდეგ მასპინძელთა კაპიტანმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1-2.
სურათები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.