"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი ლუი ვან გაალი აღნიშნავს, რომ ენტონი მარსიალისა და უეინ რუნის უქმობა "უოტფორდთან" მატჩში ტაქტიკური ცვლილებების შეტანას გამოიწვევს.
"ვიკერეჯ კოტეჯზე" ვერც ერთი თავდამსხმელი ითამაშებს, რადგან რუნი ავადაა, ხოლო მარსიალს ტრავმა აქვს. ჯეიმს უილსონი მწყობრშია, მაგრამ მარუან ფელაინის ტრავმა ვან გაალს შეტევის ხაზში ლიმიტირებულ არჩევანს უტოვებს.
"ეს დიდი პრობლემაა, ისეთი, როგორიც სეზონის დასაწყისში მქონდა, როცა მაკნეირი, დარმიანი, ჯონსი და ა.შ. ტრავმირებულები იყვნენ.
ყოველი პოზიციისთვის მყავს ჩრდილი-ფეხბურთელი, მაგრამ როცა ყველა ტრავმას ერთი პოზიციის მოთამაშეები იღებენ, მწვრთნელს პრობლემა გექმნება და ცოტათი განსხვავებულად უნდა ითამაშო.
პრობლემის გადაჭრა შეიძლება, რადგან მულტიფუნქციური ფეხბურთელები გვყავს, რომელთაც ბევრ პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. წელს უფრო ხშირად ვახდენ როტაციას, ვიდრე ოდესმე და ამას მატჩების რაოდენობა იწვევს. თითოეული ფეხბურთელი თამაშობს - ახალგაზრდებიც კი ბევრ დროს იღებენ.
და შევამჩნიე, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თითოეულ ფეხბურთელს სურს იმის კეთება, რაც სავარჯიშო სესიაზე შევათანხმეთ. გუნდური სული ფანტასტიკურია", - განაცხადა ვან გაალმა.
ლუი შესანიშნავად აცნობიერებს, რომ "წითლები" უპირისპირდებიან უდრეკ გუნდს, რომელმაც სახლში მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხი გოლი გაუშვა. უკეთესი დაცვითი მაჩვენებელი მხოლოდ "იუნაიტედს" აქვს.
"ისინი 4-4-2 სისტემით, ორი თავდამსხმელითა და ოთხი ფეხბურთელის ორი რიგით თამაშობენ, ამასთან დაპირისპირება კი ყოველთვის რთულია. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია "უოტფორდის" დაცვით ორგანიზაციაზე, მაგრამ მწვრთნელ კიკე ფლორესს ესეც შეუძლია და საქმეს ართულებს.
პრემიერ ლიგაში ყოველი მატჩი დიდი გამოწვევაა და ვფიქრობ, თითოეული ოპონენტი მოტივირებულია ჩვენს დასამარცხებლად. მაგრამ, როგორც "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი, ამას უნდა გაუმკლავდე და ჩვეულებრივ, ვაკეთებთ კიდეც"