სტადიონი: "ბიკერეჯ როუდი", უოტფორდი მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, მე-13 ტური თარიღი: შაბათი, 21 ნოემბერი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: რობერტ მედლი მატჩის დასაწყისი: 16:45, (ჩვენი დროით)
მატჩისწინა პრესკოფენრეციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კერიკი, მარსიალი, ფელაინი და ვალენსია ტრავმირებულები არიან, ხოლო რუნი დაავადდა. თითოეული მათგანი "უოტფორდთან" მატჩს გამოტოვებს. მაგრამ შემადგენლობას უბრუნდება მატეო დარმიანი, რომელმაც დისკვალიფიკაციის ვადა მოიხადა.
"უოტფორდი"
მე-11 ადგილი, 16 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-ფ-წ-მ-მ-წ
"ონავრებმა" ჩემპიონატის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 2 წააგეს - 4 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება.
მიმდინარე სეზონში "უოტფორდს" ჯერ არასდროს წაუგია ზედიზედ ორჯერ.
12 გოლიდან 11, რომელიც გუნდმა მიმდინარე სეზონში გაუშვა, "უოტფორდს" მოწინააღმდეგეებმა მეორე ტაიმში გაუტანეს.
"უოტფორდი" საშუალოდ ერთ მატჩში 0,92 გოლს იტანს - ბოლოს წინა ადგილი ამ მაჩვენებლით ლიგაში.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-4 ადგილი, 24 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-წ-მ-ფ-ფ-მ
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგის ბოლო 9 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგეს - 6 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება.
"მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერ ლიგაში საუკეთესო დაცვითი მაჩვენებელი აქვს - 8 გაშვებული გოლი 12 შეხვედრაში. გუნდმა კარი "მშრალად" ბოლო 6 მატჩიდან ხუთში შეინახა და ყველა ტურნირის გათვალისწინებით უკვე 555 წუთია გოლს არ უშვებს
ბოლოს "იუნაიტედმა" ზედიზედ ექვს მატჩში გოლი არ გაუშვა 2004/05 და 2005/06 წლების სეზონში.
ვან გაალის გუნდმა მიმდინარე სეზონში რვა მატჩი ითამაშა "ნულზე". მთელ გასულ სეზონში ასეთი მატჩები "იუნაიტედს" მხოლოდ 11 ჰქონდა.
"წითელმა ეშმაკებმა" თავიანთი საგოლე მომენტების 20% აქციეს გოლად - საუკეთესო მაჩვენებელი ლიგაში.
თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩიდან სამში ვერ მოახერხა გოლის გატანა.
გარდა ამისა, "იუნაიტედმა" 85-ჯერ დაარტყა მეტოქის კარის მიმართულებით (დაბლოკილების ჩათვლით). მხოლოდ "სანდერლენდს" აქვს უარესი მაჩვენებელი - 79 დარტყმა.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"უოტფორდი"
წამყვანი ბომბარდირი: იგალო - 7 გოლი (7 ლიგაში)
ოდიონ იგალომ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა, მხოლოდ ჯეიმი ვარდის აქვს უკეთესი მაჩვენებელი.
თუ მოედანზე კრეიგ კატგარტი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელშიც კარიერა დაიწყო.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირები:რუნი - 7 გოლი (2 ლიგაში)
უეინ რუნის ერთი გოლის გატანა სჭირდება, რათა კლუბის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი დაიკავოს. ამჟამად მეორე ადგილს დენის ლოუსთან ერთად იყოფს 237 გოლით. წინ ბობი ჩარლტონია 249 გოლით.
ყველა ტურნირის გათვალისწინებით "უოტფორდის" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 2 მატჩში რუნიმ 3 გოლი გაიტნაა.
"იუნაიტედში" ჩატარებული სადებიუტო მატჩის შემდეგ ხუან მატამ გუნდის მიერ გატანილ 30 გოლში მიიღო მონაწილეობა - მეტი, ვიდრე კლუბის ნებისმიერმა სხვა ფეხბურთელმა.
თუ მოედანზე ეშლი იანგი გავა, თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს, რომელშიც კარიერა დაიწყო.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 24-ჯერ შეხვდნენ. "უოტფორდმა" 4-ჯერ მოახერხა გამარჯვება, "იუნაიტედმა" 15-ჯერ, ხოლო 5 მატჩი ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "უოტფორდის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში ჩატარებული ოთხივე მატჩი მოიგო, ხოლო ყველა ტუნირზე ჩატარებული ბოლო 9 მატჩიდან ცხრავე.
ყველა ტურნირის მასშტაბით "ვიკერეჯ როუდზე" ჩატარებული ბოლო 4 მატჩიდან "წითელმა ეშმაკებმა" ყველა მოიგეს.
"ონავრების" ბოლო გამარჯვება "იუნაიტედზე" 1986 წლის სექტემბრით თარიღდება, როცა მატჩი 1-0 დასრულდა.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები