ახალი ინფორმაცია ტრავმირებულთა შესახებ.
ლუი ვან გაალს პრემიერ ლიგის მორიგი ტურის წინ გუნდში პრობლემები აქვს.
პარასკევს გამართულ მატჩისწინა პრესკოფენრეციაზე ვან გაალმა დაადასტურა, რომ ენტონი მარსიალი და მაიკლ კერიკი საფრანგეთი-ინგლისის მატჩის დროს დაშავდნენ და თამაშს ვერ შეძლებენ.
უეინ რუნი ავად არის, ამიტომ ისიც ვერ ითამაშებს, ხოლო ანტონიო ვალენსია ქირურგიული ოპერაციის შემდეგ არ გამოჯანმრთელებულა. ტრავმა ვერ მოიჩინა მარუან ფელაინიმაც, რომელიც ცსკა-სთან მოპოვებული გამარჯვებისას მიიღო, ხოლო ლუკ შოუ კვლავ დიდი ხნით უქმობს.
"ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ მაიკლ კერიკი და ენტონი მარსიალი ტრავმირებულები არიან, მაგრამ ფელაინიც დაშავდა. ეს სიურპრიზია, რადგან მეგონა, სანაკრებო მატჩების შემდეგ გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა ჯერ კიდევ აქვს ტრავმა. და კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ რუნი ავად არის, ასე რომ, ჩემი აზრით, პრობლემა გვაქვს", - განაცხადა ვან გაალმა.
მარსიალმა "უემბლი" ყავარჯნების დახმარებით დატოვა და ფრანგთა მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა აღნიშნა, რომ მას ტკივილი ძალიან აწუხებდა, თუმცა ვან გაალმა ოპტიმისტური ცნობები გაავრცელა და განაცხადა, რომ ენტონი პსვ-სთან თამაშს შეძლებს.
"იმდენად მძიმე არ არის, როგორც მედია წერს, მაგრამ "უოტფორდთან" ვერ ითამაშებს. შესაძლოა პსვ-სთან იყოს, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, ჩემი აზრით, რუნიც ითამაშებს, რადგან ავადმყოფობა დიდ ხანს არ გასტანს. და ვალენსია, რა თქმა უნდა, რომელმაც სანაკრებო შესვენებამდე გაიკეთა ოპერაცია, ასევე შოუ, ასე რომ, ხუთი ტრავმირებული გვყავს, რაც ბევრია".ვან გაალმა კერიკის ტრავმის შესახებაც ისაუბრა:
"არც მაიკლს აქვს მძიმე ტრავმა, უფრო მალე ათამაშებდა, ვიდრე წერენ".ერთ-ერთი, ვისაც მარსიალის და რუნის შეცვლა შეუძლია, ჯეიმს უილსონია. მწვრთნელმა დაამატა:
"უილსონი კარგად არის სანაკრებო შესვენების შემდეგ. თამაში შეუძლია, მაგრამ არა მთელი მატჩის, რადგან მატჩის რიტმს ვერ გრძნობს"წყარო:
manutd.com