თბილისი:
მანჩესტერი:
21-11-2015, 00:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3085,
კომენტარები: 4
შესრულებული თხოვნა სიკვდილის წინ
სასიკვდილოდ განწირული მამის თხოვნა "იუნაიტედს".
შესრულებული თხოვნა სიკვდილის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავებმა უკურნებელი სენით დაავადებული მამის სიკვდილის წინა თხოვნა გაითვალისწინეს და შუადღე მასთან და მის ოჯახთან ერთად გაატარეს.

"წითლების" დიდი ხნის ქომაგი, ტომ კუპერი აკვირდებოდა, თუ როგორ აკეთებდა მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი თოვლის ანგელოზებს მაიკლ კერიკთან ერთად.

28 წლის ტომს ექიმებმა ოთხი წლის წინ იშვიათი სახის სიმსივნე დაუდგინეს, რომელიც არ იკურნება.

გარდაცვალებამდე კი ტომს სურდა "წითელი ეშმაკების" ფეხბურთელებს შეხვედროდა.

მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ "იუნაიტედის" მფლობელებმა მისი ოჯახი კარინგტონის სავარჯიშო ბაზაზე მიიწვიეს, რათა პირველ გუნდს შეხვედროდნენ.

ეს კლუბის საშობაო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც გულშემატკივრებისთვის სიურპრიზის გაკეთებას გულისხმობს.

შესრულებული თხოვნა სიკვდილის წინ


ტომი, მისი ცოლი ტემი და ქალიშვილები რვა წლის ტიენა და ხუთი წლის ზეინი კლუბის ოფიციალური საშობაო ბარათის ფოტოს გადასაღებად მიიწვიეს და გუნდის წევრებთან შეხვედრის შანსი მიიღეს.

კერიკმა ტომს მაისური გადასცა, რომელზეც ფეხბურთელების ავტოგრაფები იყო, შემდეგ პატარა გოგონასთან ერთად ითამაშა და მინდორზე "თოვლის ანგელოზებიც" გააკეთა.

კერიკმა შემდეგ საკუთარ "თვითერზე" დაწერა: "კარგი იყო დღეს თქვენთან შეხვედრა, იმედი მაქვს, კარგი დრო გაატარეთ. ბევრი ვერ მაიძულებდა ამის გაკეთებას. საუკეთესო სურვილებით, მკ".

28 წლის ტომს 2011 წლის ოქტომბერში ნაზოფარინგეალური კარცინომა დაუდგინეს, სიმსივნე, რომელიც ცხვრიდან იწყება და ყელში გადადის, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება.

შესრულებული თხოვნა სიკვდილის წინ


ვიზიტის შემდეგ ტომმა განაცხადა: "დღეს ფანტასტიკური დღე მქონდა.

არ ვიცოდი, სად მივდიოდით და შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ლოგო როცა დავინახე, ვიფიქრე: "ღმერთო ჩემო!"

შემოვედით და ვიღაცამ თქვა, რომ პირველი გუნდი აქ იყო, მოვიდნენ და ჩემთან და ჩემს ოჯახთან ერთად ფოტოები გადაიღეს, პირისპირ, ეს კი ბევრ რამეს ნიშნავს.

ყოველთვის მინდოდა მთელ გუნდთან შეხვედრა.

საოცარი იყო და მთელი დღით ვისიამოვნე.

მაიკლ კერიკი ჩემს შვილსაც კი ეთამაშა და მასთან ერთად მინდორზე თოვლის ანგელოზები გააკეთა.

ძალიან მიხარია, რომ მათთან სათამაშოდ დრო გამონახა.

ეს დღე ყოველთვის მემახსოვრება და ასე იქნება ბავშვების შემთხვევაშიც, როცა ისინი გაიზრდებიან".


მისი ცოლი ტემი: "ტომი ყოველდღე იტანჯება, ძალიან სტკივა, იღლება და იფიტება, ამის ყურება სასიამოვნო არ არის და ჩვენი ორი ქალიშვილი მუდამ მის გვერდით არის და მათთვისაც რთულია, ისინი მხოლოდ ხუთი და რვა წლისანი არიან.

ამიტომ დღეს ვიცი, ჩემთან და გოგონებთან, მის საყვარელ გუნდთან ერთად გასახსენებელი რომ ექნება, ბედნიერი იქნება".


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
21 ნოემბერი 2015 00:27
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა მაგარი ბავშვები ჰყავს love

გუნდს არ ეშლება მსგავსი რაღაცეები. ბევრს ნიშნავს ესეთი ხალხისთვის მსგავსი საქმეები, ერთი დღე მაინც ყველაზე ბედნიერ ადამიანად აგრძნობინეს თავი.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
21 ნოემბერი 2015 08:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
პატარა რა ლამაზი და საყვარელია love ხელები როგორ აქვს wink

ადამიანი თუ სასიკვდილოდ არის განწირული, მისი ცხოვრების ბოლო ეტაპი სწორედ ასეთი ეპიზოდებისგან უნდა შედგებოდეს, ყოჩაღ, რომ ამის ძალა აქვს ტომს და ამის უნარი იუნაიტედს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Martial
21 ნოემბერი 2015 15:00
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ეს ის გუნდია რომლითაც ასე ვამაყობ ♥
0
№4
ავტორი: red devil
23 ნოემბერი 2015 00:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ჩემი გუნდია <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top