ბასტიან შვაინშტაიგერმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებულ თავის გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სურს დიდხანს იყოს კლუბის წარმატების ნაწილი.
31 წლის გერმანელი მიუნხენის "ბაიერნიდან" მიმდინარე წლის ზაფხულს გადაბარგდა "ოლდ ტრაფორდზე" და მიაჩნია, რომ ვან გაალი დიდი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდს აშენებს.
ბასტიანმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა სარგებლის მოტანასა და გუნდში თამაშს უფრო დიდი ხნით გეგმავს.
"იმედი მაქვს, წინ ბევრი სეზონი მაქვს "იუნაიტედთან" ერთად. ამჟამად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
ჩვენს გუნდში გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც და ნიჭიერი ახალგაზრდებიც, ასე რომ, თუკი თითოეული ჩვენგანი გავაკეთებთ ჩვენს საქმეს, წარმატებას მივაღწევთ.
მინდა ტიტულები მოვიგო და ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს, ეს ჩემი მიზანია.
მაგრამ ასეთი მომენტებისთვის ბევრი უნდა ვიმუშაოთ ერთად და გავუმჯობესდეთ", - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონმა.